ვინჩენცო მონტელა:”კიეზა იუვენტუსის დონის მოთამაშეა”

უკვე ხვალ იუვენტუსს ოფიციალურად შეუძლია ზედიზედ მერვე სკუდეტოს გაფორმება.. ამ მატჩთან და სხვა საინტერესო საკითხებზე იების თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ ჟურნალისტებთან შეხვედრსას ისაუბრა:

“ჩვენ საკმაოდ ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელიც უკვე მერამდენე წელია შიდა ჩემპიონატში კითხვის ნიშნების გარეშე ასპარეზობს. იუვენტუსი ისეთი გამოცდილი კლუბია, რომელიც მარცხის შემდეგ ფეხზე მალევე დგება.

ვალდებული ვარ ამ შეხვედრას სათანადო დონეზე მომზადებული შევხვდე და გამარჯვებისთვის ვიბრძოლო..

მახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ მილანს ვწვრთნიდი ჩვენ განვიხილავდით კრიშიტიანო რონალდუს დამატების შესაძლებლობას.. ფეხბურთელის რომელიც ლეო მესისთან კონკურირებს..

პორტუგალიელი პატივისცემას იმსახურებს იმ საოცარი მოტივაციის გამო, რომელიც მას დღიდან დღემდე გააჩნია.. მისი მუშაობის სტილი და სწრაფვა სრულყოფილებისკენ არის უნიკალური.

შესაძლოა მესი უფრო დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული, მაგრამ ის რასაც პორტუგალიელი აკეთებს არის მუხლჩაუხრელი და საოცრად მიზანდასახული შრომის შედეგი.

ფედერიკო კიეზა უკვე შემდგარი ფიგურაა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია იუვენტუსის დონის გუნდში ასპარეზობა.. მაგრამ ის ახლა ჩვენი ფეხბურთელია და უნდა შეეგუოს სატრანსფერო ხმებს, რომელიც მის გარშემო არსებობს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »