ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მაქს ალეგრის მატჩისშემდგომ კომენტარს:

მშვენიერი პირველი ტაიმი გავმართეთ.. მეტოქეზე ვდომინირებდით, მაგრამ 4 გაშვებული მომენტის შემდეგ რატომღაც სიჩქარეს მოვუკელით.

წლიდან წლამდე ჩვენ ერთმანეთს სეზონის მიწურულს ვხვდებით და ვაფასებთ განვლილ გზას.. ამის გარდა მიდის საუბარი მომავალზე თუ როგორ ვხედავთ გუნდის გაძლიერებას..

მიმდინარე სეზონი ურიგო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან 4 შესაძლო ტიტულიდან ორი მოვიპოვეთ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 5 წამყვანი ფეხურთელის არყოფნის გამო დავისაჯეთ.

საქმე იმაში არ არის თუ ვინ შეცვალა ეს ტრავმირებული ფეხბურთელები, უბრალოდ მიმდინარე გათამაშებაში გვიჭირდა სტაბილურად ერთი შემადგენლობის მინდორზე გამოყვანა.

ფაქტია, მოახლოებულ შეხვედრას რომელიც ოთხშაბათს შედგება ბევრი საკითხი გადაწყდება.. რაც უფრო გადის დრო გამარჯვების მოპოვება უფრო და უფრო რთული ხდება.

მთავარია ყველაფერს სწორი ანალიზი გავუკეთოთ და მკაფიოდ გავიგოთ ერთმანეთის ხედვები კლუბის განვითარებასთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ ოქტომბრიდან მქონდა ხედვა, თუ როგორ და რა სტილში უნდა გვეთამაშა.. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მოედანზე 12 ფეხბურთელით ვერ გამოვიდოდით, აუცილებელი იყო უნივერსალურები ვყოფილიყავით და მოედანზე კომპაქტურად გვეასპარეზა.

დიდებულ კლუბში მუშაობის საშუალება მომეცა.. იუვენტუსის გაწვრთნა დიდი ბედნიერებაა და ჩვენ ბევრს მივაღწიეთ ამ წლების მანძილზე..

თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია ყველაფერი კარგად გაავანალიზოთ და ზუსტი დასკვნები გამოვიტანოთ.

სრულიად ნორმალურია, რომ გუნდი წლიდან წლამდე ძლიერდება.. თუმცა, მთავარია სწორი ბალანსი იქნას ნაპოვნი, რასაც კლუბი ბრწყინვალედ ახორციელებს.

შეუძლებელია გყავდეს მხოლოდ ორი ცენტრალური ფორვარდი და ორი ადამიანი, რომლებიც საერთოდ არ არიან ამ პოზიციის მოთამაშეები.

მილანში ყოფნისას შემადგენლობაში სულ სამი შუახაზელი მყავდა და ყველა გიჟად მთვლიდა.

ფაქტია, მომავალ სეზონში როგორც სერია ა-ში, ასევე ლიგაზე ძალიან გაგვიჭირდება”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    დავაი გაასხი რა

  2. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    აღიარებს რომ აღარ ძალმიძს მმატება და უნდა წავიდეო რა

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »