მარკიზიო:”იუვე, კლოპი და პოგბა!”

გთავაზობთ კლაუდიო მარკიზიოს ინტერვიუს ტუტოსპორტთან

ხშირად მეკითხებიან რომელი ეპიზოდი მახსენდება საფეხბურთო მატჩებიდან და მუდამ ერთი და იმავეს ვიმეორებ..

“ეს იყო გენიალური რობერტო ბაჯო, რომელმაც მილანთან შეხვედრაში ფრანკო ბარეზის და ალესანდრო კოსტაკურტას შორის გაიფრინა და გოლი გაიტანა! ეს იყო 1994 წლის 30 ოქტომბერი როდესაც სულ რაღაც 8 წლის ვიყავი..

დელე ალპიზე ხშირად დავდიოდი, რადგან იუვენტუსის გარეშე ყოფნა ჩემთვის იმ პერიოდიდანვე წარმოუდგენელი იყო.. ყოველ მისვლაზე საოცარ ემოციას ვიღებდი.. ეს დაუვიწყარი გრძნობაა!

1999 წელიც მახსოვს.. უეფას თასსზე რამდენიმე მატჩი.. ინტერტოტოდან რომ გადავიდნენ.. ეს იყო საშინელი პერიოდი სპორტული შედეგების თვალსაზრისით..

მწვრთნელებზე ბევრს საუბრობენ და პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ იუვეში იურგენ კლოპი დიდ წარმატებას მიაღწევდა.. მე ძალიან მომწონს გერმანელის საფეხბურთო ფილოსოფია და ვფიქრობ აპენინებზე ის იტყოდა საკუთარ სიტყვას.

მეორეს მხრივ თუ მაქს ალეგრი გუნდში დარჩება, ამაში უცნაური არაფერი იქნება, რადგან “მთავარი არის შედეგი და ეს არაერთ მოპოვებულ ტიტულში იხატება”, საკმაოდ ძვირად ფასობს!

ნახევარმცველები? რთული კითხვაა.. კარგი იქნებოდა სერია ა-ში ედენ აზარის და კევინ დე ბრიუენის ხილვა, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია.. ამიტომ პოლ პოგბას დავასახელებ!

ფრანგის იტალიაში დაბრუნება რეალურია და თან იუვენტუსში დიდი პროგრესი განიცადა.. დღემდე მიკვირს რატომ აირჩია მანჩესტერში გადასვლა, საიდანაც თავის დროზე წამოვიდა..

თუ კარგად დაფიქროდებოდა და მარტო ფულზე არ იქნებოდა საქმე, არამედ ფსონს კარიერულ ევოლუციაზე გააკეთებდა, მაშინ მის ადგილას თავის დროზე ესპანეთში გადავიდოდი”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. მამუკა1313 says:

    აზროვნებს პრინჩიპინო…დე ბრუინი და აზარი ოცნებაა

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »