დი მარციო:”მხარეებს შორის მძიმე დიალოგი მიმდინარეობს”

ჯანლუკა დი მარციო კონტინასას ბაზაზე გამართულ შეხვედრას აფასებს:

“მხარეები ერთმანეთს მშვიდ გარემოში შეხვდნენ და ეს ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ საუბარი სატრანსფერო საკითხს არ შეეხო..

მაქს ალეგრი თანახმაა მისი ანაზღაურება 7.5 მილიონი იყოს.. თანახმაა კონტრაქტი 2021 წლამდე გახანგრძლივდეს, მაგრამ არ ეთანხმება პაველ ნედვედს და ფაბიო პარატიჩის სატრანსფერო პოლიტიკაზე..

ხვალ, მხარეები კონტინასაზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან და ეცდებიან მძიმე მოლაპარაკებების სასიკეთოდ დასრულებას.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

16 კომენტარი

  1. Del_Piero Del_Piero says:

    ვერ იგებთ ძმაო თქვენ რას ვწერ. ალეგრის დამცველი არასდროს ვყოფილვარ და წინააღმდეგიც ვიყავი თავიდან მაგის დანიშვნის. წელსაც ქონდა შეცდომები, მაგრამ მთავარი პრობლემა სხვა რამეშია და მაგას უნდა დანახვა. კაი გაუშვეს ალეგრი და მოგიყვანეს ინძაგი, თქვენ გგონიათ ლიგას ლიგაზე დადებთ? არასწორი მიდგომა აქვს მენეჯმენტს. შეიძლება ის სისოკო ერჩივნოს ტრენერს, რადგან ყველა მწვრთნელს თავის იდეები აქვს და დაბალანსებული და შეთამაშებული გუნდი ჭირდება. მარტო ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე რო იყოს საქმე მაშინ სიტი ყოველ წელს ლიგას დადებდა. თავისუფალი აგენტები კი არ უნდა მოყარო, ტრენერი ვისაც ითხოვს ის უნდა იყიდო. და თუ ახლა ალეგრის უშვებენ იმიტო რო ფეხბურთელებს ითხოვს, ესე იგი იგივე შარში ვიქნებით ისევ.
    პ.ს.: აიაქსთან ვდომინირებდითო არ უთქვამს ალეგრის. ამ საიტზე იყო არასწორად ნათარგმნი და სხვა საიტებზეც თუ წაიკითხავ აღარ დაწერ ყველა კომენტარში რო ასე თქვა ალეგრიმ.

  2. juve-10 juve-10 says:

    ეს ანიელიც მიაცვ-მოაცვავს რაა) ვერ გავიგე ბოლომე რა კაცია)) თითქოს თანამედროვე როჟაა და მოხოდა გუნდი კი ბატონო იმ ცუდი პერიოდის მერე, მაგრამ რავი მაინც მდორედ ვითარდება გუნდი რაა. ეს ბრენდირება და პოპულარიზაცია კი კარგია, მარა რეკლამებთან ერთად, პირდაპირ არის გუნდის თამაშზე და შედეგებზე დამოკიდებული ეგ ყველაფრი)) რეალურად რო იყოს ერთ-ერთი დომინანტი, სულ ჰაი ლეველზე უნდა იყოს გუნდი! კი, წააგებ კიდეც და ყველა აგებს, მარა სტატუსი უნდა გქონდეს ისეთი, რო სულ ფავორიტი უნდა იყო! ამას ჭირდება მინიმუმ აწყობილი გუნდი, კარგი მწვრთნელით და დაბალანსებული ძლიერი სასტავით. მოდით, გულზე ხელი დავიდოთ და ისეთი ფავორიტები, როგორიც წელს ვიყავით, წინა წლებში არ განიხილებოდა ხოლმე მთლად ეგრე) ამიტომ არის საჭირო ყოველ წელს მიზანმიმართულად გაძლიერება და არა ეს გავყიდე, ის ვიყიდე და თავისუფალი აგენტების დევნა) როცა გჭირდება, უნდა ადგე და გადაიხადო)) თუ არა და ყოველთვის 1 ნაბიჯით უკან იქნები მინიმუმ))

  3. ანონიმური says:

    სიტის დისკვალიფიკაცია რო მისცენ არ წამოვა გვარდიოლა ვითომ?

  4. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ალეგრის არავინ აგინებს მის ფეხბურთს ვაგინებთ და ალეგრი იქნება გვარად თუ ჯანი დე ბიაზი მახატია აგერ. შარშან რონალდო არ იყო სერიალში 86 გოლი გაიტანეს წელს 69 გოლი აქვთ , არა ბიჭო ჩემი ბრალია )))

  5. ALLENATORE ALLENATORE says:

    ))) აქამდე თუ ეთანხმებოდა ეხლა რა ხდება? ))) აქ საუბარია დიბალას კანსელოს და კოშტას გაყიდვაზე ალბათ )) კარდიფის მერე ყველგან იმას ამბობდა რო წავაგეთ იმიტო რო ფლანგები არ გვყავდაო )) დაუდეს ეს ფლანგები ) იუვეზე ძლიერი ფლანგები ვის ყავს ? ბერნანდესკი, კუადრადო, დუგლას კოშტა , კანსელო რომლის გამოყენება ნახევარდავაშიც შეილება ))) ეხლა რაღა უნდა ? ))) ნახევარ გუნდს ვერ გაყიდიან გასაგებია ალეგრის გამო ))) კონფლიკტები რო აქვს ბევრთან ალეგრის გუნდში ეგეც გასაგებია ))) საერთოდ ფიზ მომზადებას გადახედოს ალეგრიმ ეგ ჯობია ყველაფერს ))) მილანში როცა იყო გატენილი იყო გუნდი ტრავმებით ))) იუვეშიც იგივე ხდება )) აიაქსთან დუგლას კოშტა რო ყოლოდა კაი ფორმაში ძაან დიდი პლიუსი იქნებოდა ))) სეზონის გადამწყეთ ეტაპზე ერთი ბერნანდესკი შერჩა კრეატიული ნახევარმცველებიდან ))) ბერნანდესკი რომელიც ჯერ აზრზეე არაა ლიდერობის ) ატლეტიკოსთან თამაშსს თუ არ ჩავთლით მაგის ფეხბურთი ვერ დავინახე მე წელს ვერსად ))) აქ პრობლემაა ძალების გადანაწილებასთანაც ))) ეს კოშტა თუ ვერ იყო რატო გამოიყვანა ამსტერდამში ? ) ან ამ მანჯუკიჩზე რო აწყობ შეტევას და მაგის იმედზეა რონადუ რო საჯარიმოში სივრცეს შექმნის, დაასვენე შე კაი კაცო ))) ისე დაგეგმე რო აიაქსთან მაქსიმალური რესურსით გახვიდე სათამაშოდ ))) სერია ა ნაპოლიმ იანვარში დაამთავრა :D ) და რა პრობლემა გაქვს რო დაგეგმო წესიერად ეგ ამბები ))) საერთოდ არ მჯერა მე რო აქ ტრანსფერებშია საქმე ))) ალეგრი ეხლა ტ%რაკს ათამაშებს და ეგაა :D:D )) ხვდება ალბათ რო მეტს ვერაფერს იზავს ამ გუნდში და კაი ბიჭად უნდა რო წავიდეს :D ))) :D:D ეხლა თან რონალდუ მოუყვანეს ))) და უფრო დიდი წნეხი აქ ))) რონალდუ იმისთვის არავის მოუყვანია რო სკუდეტო მოიგოს ))):D )))) ვინ უნდა ერთი საინტერესოა :D:D ვისი მოყვანა? თან დღევანდელ გიჟურ ფეხბურთში და ფასებში )) ხალხი ოცნებობს დუგლას კოშტას დონის ფეხბურთელი ვიპოვოო სატრანსფერო ბაზარზე და რაზეა საუბარი ?? კიეაზა გგონიათ დიდი ვარსკვლავი ?? ))) :D ) რეალურად ბრაზილიელი ძაან ძლიერია ინდივიდუალურად ))) ჯერ მარტო ამსტერდამში რა ქნა ტიპმა 15 წუთით გამოუშვეს და სამი კაცი ასრიალა ძელს როცა გაარტყა ბურთი ) ძაან ახლოს ვიყავით რო ამსტერდამიდან მოგება წამოგვეღო კოშტას წყალობით ))) მეც დავწერე ადრე რო გასაყიდია ძაან არ მომეწონა მაგის საქციელი დი ფრანჩესკოსთან მიმართებით მაგრამ რეალურად ძაან დიდი კრეატივია ეგ ნებისმიერ გუნდში ))) გაყიდვა ადვილია ყიდვა არის ძნელი მითუმეტეს დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე )

    ნახევარდაცვა გასაძლიერებელია მაგრამ დიდი რევოლუცია არ არის აქ საჭირო )))) მთავარი პრობლემა არის გუნდის სტილი …. )) ვერავინ დამაჯერებს რო შონე და ვანდებეიკი პიანიჩზე და ბეტანკურზე მაგრები არიან ))) რატო აგორებდა ეგრე ბურთს აიაქსი ?? ))) ან პოჩეტინოს ვინ ყავდა ? სისოკო და ვანიამა ? )))) ერიკსენის დონის პიანიჩიც არის )))
    ))) ყაველაშვილი ამბობდა ციურიხში რო ვთამაშობდიო იტალიელი მწვრთვნელი მყავდაო ხოდა ძაან დაცვას ვთამაშობდითო ))) მოვიდაო ახალი მწვრთვნელიო და სულ სხვა ფეხბურთი მოგვთხოვაო )))) შემტევი და ბურთის გათამაშეაბო )) მეკარეს პასი მცველებზე უნდა გაეკეთებიაო, ხოდა ტიპებს მუხლები უკანკალებდათო პას რო აძლევდა მეკარეო იმდენად მიჩვეული არ ვიყავითო ამ სტილსო :D:D ))) ზუსტად ეგ თემაა იუვეში ) ბოლონიას როცა სვარკით უგებ და კმაყოფილი ხარ ) პასს რო ვეღარ აკეთებ მერე აიაქსთან მანდ გასაკვირი რაღა არის ?? )) ყველაფერი ვარჯიშიდან მოდის ))) ფაქტია რო ალეგრის ფილოსოფია საფეხბურთო ვერ ამართლებს ))) გუარდიოლას ბოლო თამაშებში ეხლა როცა ჩემპიონობაზე ბრძოლობდა ) იყო პერდიოდი ფოდენი ფერნანდინიო და გიონდოგანი ყავდა ცენტრში ))) რით არის ფოდენი ბეტანკურზე უკეთესი ?? ან გიუნდოგანი პიანიჩზე ? )) ფერნანდინიო რა რომელი ინიესტაა ?? )) უბრალოდ მანდ ყველამ იცის რა თამაშს თამაშობს გუნდი ))) აი ეგ არ აქვს ალეგრის იუვეს ზუსტად ))) და ეხლა საუბარი იმაზე რო თურმე რევოლუცია უნდა არის ტრ%აკის თამაში )) რევოლუცია ალეგრის ნამდვილად ესაჭიროება ოღონდ საკუთარ ტვინში და აზროვნებაში )))

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      ნერვიულ ფონზე ირონიუი კომენტარები რომ არ გიყვარდეს კაცი ვერ შეგედრება ფეხბურთის აზროვნებაში :up: :up:

      • ანონიმური says:

        ფლანგებიდან რომელმა ითამაშა? კოშტა – კუადრადოს მთელი წელი გაუცდათ თითქმის, ბერნა ხან იყო ხან არა 1 თამაშს ითამაშება 5ს აგდება იგივე კანსელუზე :forza:

        • რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

          ხოდა ვისი ბრალია ყველა რომ დალეწილია? ბერნა ფიორეში ტრავმირებული გინახია? კაი კოშტას უბრალოდ არ გაუმართლა ჩავთვალოთ, ელ შაარავი მილანში პალატიდანა რ გამოსულა რაც რომაშია რამდენი მატჩი გამოტოვა? ესენი დამთხვევა გგონია?

  6. Del_Piero Del_Piero says:

    აქ მოდაშია ალეგრის გინება, მაგრამ რა ქნას მაგ კაცმა? ითხოვს ნორმალური ფეხბურთელების მოყვანას, რომ ლიგა დადოს. მაგას ჩვენზე მეტად მობეზრდა ყოველ წელს სკუდეტოს მოგება. წელს ნახევარდაცვა რომ არ გვყავდა რად უნდა ამას დიდი ექსპერტობა, ნედვედი რო ამბობს, რთული იქნება ამ გუნდის გაძლიერებაო. ნახევარდაცვაში გადახედოს ვინები თამაშობენ. ცენტრალური მცველიც მოსაყვანია, თორე დაბერდენ ჩვენები და კიელოც სულ იტრავმება. რონალდოს ყიდვა იმას გავს კაცმა ლამბორგინი იყიდოს და გაზზე გადაიყვანოს. რონალდოს კრეატიული ცენტრი ჭირდება რო პასებით მოამარაგონ და ამათ რადგან ამდენი ფული რადგან დახარჯეს რონალდუში, მეტი აღარავინ მოიყვანეს. რამდენი წელია ითხოვს ალეგრი ფლეიმეიკერის მოყვანას და შედეგი? ეგ კი არა პოგბა რო გაუყიდეს ტანმაღალ და ათლეტურ ნახევარმცველს ითხოვდა და ძონძიც კი ვერ მოუყვანეს. უკვე იმ დონეზეა იუვე რო უნდა მორჩეს ამ თავისუფალი აგენტების დევნნა და ვისაც ტრენერი ითხოვს იმაში უნდა გადაიხადონ ფული.

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      ნახევრდაცვა კი არ ყავს რომელიც ყავს არ იციან უბრალოდ რა გააკეთონ პრესინგის დროს, მაგას კი მწვრთნელი უნდა ასწავლიდეს. აბა ბიჭო იუვეს ნახევარდაცვას ვანიამა სისოკოები ჯობიან

    • ALLENATORE ALLENATORE says:

      უყურებ შენ საერთოდ იუვეს თამაშებს ? ))) კრეატივი რო საჭიროა ნახევარდაცვაში მაგას ყველა ხედავს ) მაგრამ მთავარია მწვრთვნელს რა კრეატივი აქ თავში ? ))) ვინ უშლის ხელს ბოლონიასთან ემპოლისთან და ეგეთ გუნდებთან გააგოროს ბურთი )) მკვდარი ფეხბურთით რო უგებს ეგეთ გუნდებს სამ პასს რო ვერ აკეთებს გუნდი გადაბმულს და მარტო პადაჩებს აკეთებენ ) ვის დავაბრალოთ ეგ ?? ვინმე დამაჯერებს იმას რო პიანიჩი ბეტანკური და თუნდაც ჯანი ემპლის ვერ გაუგორებს ? )) ხოდა ეგეთი სტილით რო თამაშობ სულ მერე როგორ გინდა გამოხვიდე უცებ ლიგაზე და კომბინაცია შემქნა ცენტრში )) გუნდს ტიპი ძალისმიერ ფეხბურთს ათამაშებს )) არანაირი მაღალი პრესინგი აქტიური ) ზონური ფეხბურთი და პადაჩები იქ ხო მეფე მყავსო რონალდუო )) ერთს გაიტანს და დავამთავრებთო ))) ეგ ამართლებს სერია ა ში იმიტო რო 50 % გუნდებს ამ რონალდუს წლიური ხელფასიც არ აქვთ ბიუჯეტი )))) ტიპი 10 კაციან ინტერს უგებდა გასვლას და მთელი გუნდით დაცვაში დადგნენ ))) ლამის თავად გავიდა მინდორზე და დაცვაში დადგა :D:D) 2-1 რო გაუხადა ინტერმა 10 კაციანმა მერე გაახსენდა შეტევა გამოსავალი რო აღარ ქონდა სხვა ))) ნაპოლისთან სახლში შარშან სამი პასი ვერ გააკეთა და როცა რაღაც 5 წუთიანი მონაკვეთი დაიჭირა გუნდმა და აკონტროლებდა ბურთს გამოვარდა ტიპი ლამის მოედანზე კალმა კალმაო :D:D ყვიროდა)) წყნარადო :D:D ))) საბოლოოდ კი მოხვდა კულიბალის …. :D ))) ხოდა რა ალეგრის კრიტიკაა მოდაში ? )) ტიპი საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს )) და რევოლუცია მოინდომა ეხლა ))) რევოლუცია მაგის ტვინს უნდა უფრო ვიდრე ტრანსფერებს )))

      რომელი თამაში მოგეწონა ერთი წელს სერია ა ში თუნდაც ))) ? ))) ტიპს აქანავებს :D:D ))) აიაქსთან თამაშის მერე ვდომინირებდითო თქვა :D:D ) იმდენი მაგის ფეხბურთს შე%სცა ყველამ რამდენიც დომინირებდა ეგ აიაქსთან ))

    • ანონიმური says:

      zuსტად ჩამოაყალიბე.მთავარი პრობლემა ზევიდანაა და არა ალეგრი.სხვა უფრო მაღალი დონის მწვრთნელიც იმიტომ არ მოყავთ რომ ის ესე არ გაუტარებს ალეგრივით,დარწმუნებული ვარ ზიდანიც მაგიტო დაკარგეს.თავის დროზე მაგიტო წავიდა დეშამი,კონტე.შერჩათ ეს უპრეტენზიო ალეგრი მაგრამ წელს უკვე მიხვდა რომ თუ ფეხბურთელები არ მოითხოვა მალე სკუდეტოსაც ვეღარ მოიგებს და ჩამოქვეითდება ისევ კალიარიში.არადა ორი წლის წინ ყველა გრანდი ეპატიჟებოდა.მე დიდი ხანია იუვეს ვგულშემატკივრობ და ეს პრობლემაა ყოველთვის.მოჯიც სულ იმას გაიძახოდა შეუცვლელი ფეხბურთელი არ არსებობსო და მაგიტოა დღეს იუვე ნახევარდაცვის გარეშე,მაგიტოა ლიგა სანატრელი და მაგიტოა დღეს ყველა გრანდს ჩვენზე მეტჯერ როაქვს ლიგა მოგებული.ერთადერთი კაპელოს დროს მახსოვს რომ ყიდულობდნენ კაპელოს მოთხოვნით ფეხბურთელებს და ძაან სერიოზული კამანდა შEიკვრა.კალჩოპოლი რომ არა მაგ წელს ჯერარდი და რონალდოს მოყვანა იყო გადაწყვეტილი და მე მოჯის ხელში არ გამიკვირდებოდა ეგ ტრანსფერები მაგრამ არ დაცალდათ.დომინანტი გახდებოდა მაშინ იუვე ისეთი სასტავი ყავდათ.ეხლანდელი ნახევარდაცვით,დაცვით და მეკარით არაფერი არ გამოვა.არადა თავდასხმას უკირკიტებენ კიდე ესენი რომელ რგოლსაც ჩემი აზრით არაფერი არ უნდა

      • ALLENATORE ALLENATORE says:

        კაპელოს იუვენტუსი არაფრის მომგები არ იყო ლიგაზე ) ტუ გინდ 3 ჯერარდი მოეყვანათ ცენტრში ) მიზეზი მარტივია )) კაპელოს სტილი გადაბერებული იყო და ვერ ვითარდებოდა ტიპი ) ინტერვიუში თქვა წინ ზლატანი როცა გყავს ყოველ შაბათს გაიტანსო და მტავარია არ გაუშვაო ) ეგ იყო მაგის ფეხბურთი )) 1-0 ზე თამაში )) რა ფეხბურთელებს ითხოვთ ეგეთს ? ))) როცა მწვრთვნელს ფსიქოლოგია აქვს სათამაშო თანამედროვე ფეხბურთთან შეუსაბამო ))) მაგ კაპელომ ბენიტესის ლივერპულთან 2-1 წააგო გასვლაზე მერვედფინალში და სახლში მკვდარი ფეხბურთი ითამაშა იმის იმედზე რო ერთს გავიტანთო და გავალთო :D ))) ვინ ყავდა იმ ლივერპულს ? გარსია და შიბლები )) ატასჯერ მაგარი სასტავი რო ყავდა კაპელოს )) მაშ რატო გავარდა ? იმიტო რო სტრატეგია ქონდა ზერო )))) იგივე ეხება ალეგრის აშკარად ვერ არის მაგის სტილი მომგებიანი დღეს ))) თამაშზე რომელზეც იტყვი რო ვდომინირებდითო სადაც მეტოქე გაჯდა თავზე )) მერე რა უნდა გაანალაზო ? )) და რა დასკვნა უნდა გამოიტანო როცა ვერ დაინახე ის რო დომინირებდი კი არა შეგიდო აიაქსმა და საფინალო სასტვენამდე არ გამოიღო )))))))))

  7. ანონიმური says:

    Ra’s masxroben ra ver gaarkvies
    grandebi ukve dakompleqtdnen da amat is ver gaugiat ra undat

    • ანონიმური says:

      :D მართლაც , ჯერ ვინ უნდათ არ იციან )))) სხვები უკვე ათანხმებენ ტრანსფერებს )))) თუ სიმართლეა და ვერ თანხმდებიან მხოლოდ იმიტომ რომ ხელმძღვანელობას ვერ წარმოუდგენია კიდევ როგორ შეიძლება გახლიერდეს გუნდი :დ

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »