ანიელი: “დამშვიდობება საკმაოდ ემოციურია”


დღეს, თბილისის დროით 14 საათზე, Allianz Stadium-ის საკონფერენციო ჰოლში ჟურნალისტებს ტურინის იუვენტუსის პრეზიტენდი ანდრეა ანიელი და მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შეხვდნენ.

პრესკონფერენციის მთავარი თემა ალეგრის გუნდიდან წასვლა იყო. იტალიელი სპეციალისტი ტურინულ გრანდს სეზონის ბოლოს დატოვებს. შეხვედრა საკმაოდ ემოციური და საინტერესო გამოდგა.

ჟურნალისტების კითვების დაწყებამდე, ანდრეა ანიელიმ სიტყვა წამოთქვა:

“მოდით საუბარს მე დავიწყებ. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. სანამ კითხვებს დამისვამდეთ, მინდა გითხრათ, რომ 2019/20 სეზონის მთავარი მწვრთნელის კანდიდატურებზე არ ვისაუბრებ. დღეს აქ პირადად მაქსისთვის და მისი წარმატების აღსანიშნავად ვართ..

ალეგრიმ იუვენტუსის ისტორია დაწერა. მან სკუდეტოს მოგება 5 ჯერ ზედიზედ შეძლო, რაც ისტორიული შედეგია. მსგავსი რამ 30 წელია არ ყოფილა..

2013 წლის მაისში ფაბიოსთან ერთად ლონდრაში ვიყავი. ამავე სასტუმროში იმყოფებოდა მაქსიც. ფაბიოს ვუთხარი, რომ ის აუცილებლად გახდებოდა ჩვენი მწვრთნელი. 14 თვის შემდეგ ის ჩვენთან მოვიდა და ისტორია დაწერა..

5 სკუდეტო, 4 კოპა იტალია, 2 სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი. საოცარი ციფრებია, რომელიც აპლოდისმენტებს იმსახურებს. ამ ყველაფრის მონაწილე ასევე გახლდათ ანდრეა ბარძალი, რომელიც ასევე დაგვტოვებს სეზონის ბოლოს..

პირველი გუნდი სეზონს ივლისში განაახლებს. ჩვენ უამრავი ტიტულის მოგებას ვგეგმავთ. ასევე გრანდიოზული პროექტი გვაქვს 23-წლამდე შემადგენლობაში და ქალთა გუნდში..

გეგმები მაქვს პაველ ნედვედთან და ფაბიო პარატიჩთან ერთად, რომლებიც კომპანიის სათავეში ჩადგნენ. აიაქსთან მარცხის შემდეგ მაქსთან განშორებაზე არ გვიფიქრია. ამის შემდეგ დავსხედით, განვიხილეთ მომავალი და ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება.”

კითხვა ანიელის: რა შეიცვალა ბოლო თვეებში? უკავშირდება თუ არა ეს ნედვედს და აზრთა სხვადასხვაობას?

“ამის შესახებ უკვე განვაცხადე. ჩვენ ყველამ ერთად განვიხილეთ მომავალი და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უკეთესი იქნება გუნდისთვის.”

კითხვა ალეგრის: გაიხსენეთ ამ 5 წლის საუკეთესო მომენტები? როდის მიხვდით, რომ ვერ აისრულეთ ის ოცნება, რომელიც თვეების წინ გქონდათ?

“დილამშვიდობისათ. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ანიელის ლამაზი სიტყვებისთვის. ასევე მადლობა ბიჭებს. მადლობა მთელს გუნდს, კოლექტივს და მოთამაშეებს. ვტოვებ გუნდს, რომელსაც აქვს გამარჯვების მენტალიტეტი. წელს სამწუხაროდ ვერ შევძელით ყველაფრის გაკეთება რაც გვსურდა..

გადაწყვეტილება ანიელისთან, ნედვედთან და პარატიჩთან საუბრის შემდეგ მივიღეთ. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი გამოვიარეთ. ეტაპობრივად გავიზარდეთ. ჩვენთან ერთად იყო ჯუზეპე მაროტაც..

ვტოვებ საოცარ ხალხს. საოცარ პრეზიდენტს და ასევე ბიჭებს პაველს და ფაბიოს, რომელიც გავიცანი როგორც ბიჭები და დროთა განმავლობაში ძალიან გაიზარდნენ..

ახლა სკუდეტოს მოპოვების და ანდრეა ბარძალის გაცილების დროა. დაცვის ნამდვილი პროფესორი, რომელიც ქმნიდა ყველაფერს ლეოსთან , ჯორჯოსთან, მარტინთან და დანიელესთან ერთად. ხვალ საოცარი საღამო გველის და ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ.

როგორი იქნება თქვენი მომავალი?

მომავალზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. წინ დიდი დროა. შესაძლოა პაუზა ავიღო და დრო ოჯახს და მეგობრებს დავუთმო. ამაზე ფიქრს ოდნავ მოგვიანებით დავიწყებ..

ფსიქოლოგიურად ძალიან გავიზარდე, მაგრამ ასეთებიც ხდება. აზრები არ დაემთხვა მსგავსი რამ მილანსა და კალიარიში მუშაობისასაც მოხდა.

კითხვა ანიელის: ვინ იქნება მომავალი მწვრთნელი და რა კრიტერიუმებით შეარჩევთ მას?

ალეგრი: ” ბარძალი კარიერას ამთავრებს და შესაძლოა სულაც ის გახდეს მომავალი დამრიგებელი (იცინის)”

ანიელი: “ამაზე საუბარი ჯერ არ გვსურს.სეზონის ბოლოს დავსხდებით და ყველაფერს გაიგებთ.”


სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

15 კომენტარი

  1. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ძაან ჭკვიანია ალეგრი მიხვდა რო აახვევინებდნენ და ტრანსფერები მოთხოვა და ცვლილებები. მაინც მიშვებენ და რა მაქ დასაკარგიო და ეგრე.ხოდა ასე კაი ტიპის სახელი დატოვა ზოგიერთისთვის რა.აზრები ერთმანეთს არ დაემთხვაო ტრანსფერებს და გუნდის მომავალს გულისხმობდა.იცი რა თუ ეგეთი მაგარი ტიპი იყო იქამდეც უნდა მოეთხოვა ტრანსფერები და არა ეხლა თითქმის გაჯ….მული რო გაქ გუნდიდან ვოტ ტაქ.საერთოდ არ ვეთანხმები კიდე დიბალას სკამზე დასმას და გაშვებაზე ხო საერთოდ არაფერს ვიტყვი.მე არ ვარ დიბალას თავგადაკლული ფანი მარა რონალდო რო არ იყო მაგან ათრია.ტიპმა ისე გააქრო და ფორმიდან ამოაგდო რო ხალხს დააჯერა რო მართლა აღარ ვარგა პაულო! ისეთი გახარებული ვარ ეს რო წავიდა ვერ წარმოიდგენთ! ოღონდ კონტე არ მოვიდეს თორე საერთოდ ფეხბურთს აღარ ვუყურებ. ისე სარო დიდად გულზე არ მეხატება მაგრამ ხო არ დაგვეთრია ? ან გასპერინი აი ყველაზე ცუდ ვარიანტში ამ ორიდან ერთ ერთი რა.

  2. ანონიმური says:

    ფაქტია ძაან კარგად და თბილად გააცილეს ალეგრი….იმედია სანატრელი არ გაგვიხდება , ვფიქრობ ამ ნახევარდაცვით და ამდენი ტრავმით ლიგა სხვა მწვრთნელებისთვისაც რთული დასადები იქნებოდა … გვარდიოლა 4-5 წელია ვერ იგებს ლიგას და ბანძია ? გამართლებული თუა შემტევი ფეხბურთი რატომ ვერ დებს შედეგს ?? ახალგაზრდები და ახალი სისხლია საჭირო გუნდში ! ვფიქრობ თვითონ ფეხბურთელებშია პრობლემა , ფეხბურთელის გარეშე მწვრთნელი ვერ დაარტყამს და ვერ მიცემს პასს…გადახალისევა საჭიროა და გასაშვებია მართლაც ბევრი

  3. ვეგა says:

    და მომავალ წელს გეგონათ ეს Yლე ლიგას დადებდა? აუ ვარდისფერიიი სათვალეები რას შვება. წავა სადმე და მოუდღნავს ყველაფერს იმ კლუბს.

  4. ანონიმური says:

    ანჩელოტის მოსვლაც არიქნება ურიგოოო

  5. kara says:

    მეორე ხარისხოვანი მწვრთნელები ვერ შეზლებენ მართონ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან, დიბალა, კოშტა, რონალდუ, მანზუკიჩი, კიელო, კანსელუ და თუნდაც სანდრო. . .

    კარგ ტაქტიკოსთან ერთად მაგარი ფსიქოლოგიც უნდა იყოს და ბოლოსდაბოლოს უნდა გახსნას და გამოიყენოს დიბალას შესაძლებლობები.

    მითუმეტეს პოგბა, კროოსი და მისი დონის ვარსკვლავებს თუ დაიმატებს, მათი ერთ გუნდად შეკრება და მართვა ძალიან რთული იქნება ამბიციური მაგრამ უსახელო მწვრთნელისთვის.

  6. kara says:

    კარგით რა ალეგრის გაშვება გაშვებისთვის არაფერს შეცვლის სასიკეთოდ იუვესთვის თუ მასზე დაბალი დონის სპეციალისტი მოვა, რა ინძაგები, რა სარები, რა გასპერინები.

    ალეგრიზე მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი ზალიან ცოტაა დღეს მსოფლიოში. კი გაუშვეს მაგრამ ექსპერიმენტების დრო არაა, ისეთი უნდა მოვიდეს ვინც ტიტულებს მოიგებს და არა გუშინ გამოჩიტული მწვრთნელები.

    დეშამის, კლოპის, უკიდურეს შემთხვევაში ანჩელოტის ვისურვებდი.

  7. ანონიმური says:

    ახალი ერა დაიწყო იუვეში სარი იქნება იდეალური ვარიანტი :up: :up: :up:

  8. ტრიდე says:

    მადლობა ალეგრი ყველაფრისთვის თუმცა მაინც მჯეროდა რო ლიგას დადებდი წელს უეჭველი

  9. ანონიმური says:

    ვინ ყავს ანიელის შეგულებული მწვრთნელად … ანჩელოტი რომც მოვიდეს არმინდა ტიპს იუვე არ ევასება მგონი ეზიზღება კიდეც.. ინძაგები არგვინდა არ გამოგვადგება , პოჩეტინოსიც არვიცი რა . ორი თამაშია ბოლო წამებზე ძვრებიან .ხარისხი კარგი აქვს და ზლიერია . რეალურია სარის კანდიდატურა ვფიქრობ . სარი იგუაინსაც მოათრევს უკან )))) დეშამმა არამგონია გადაიფიქროს და უარი თქვას საფრანგეთის ნაკრებზე …

  10. ცრუღმერთი says:

    მადლობა მისტერ… მე მჯერა რომ ეს კაცი სადაც წავა მის სიტყვას ყველგან იტყვის

  11. ანონიმური says:

    მისტერ წარმატებები

  12. ანონიმური says:

    მადლობა ალეგრი ყველაფრისთვის წარმატებები სადაც წახვალ იქ :up: :up: :up: :up:

  13. ფიცხელა says:

    ისე ბარძაღლი კაი მწვრთნელი გამოვა

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »