რა ხდება გუარდიოლასთან დაკავშირებით?

სიტუაცია პეპ გუარდიოლასთან დაკავშირებით უცნაურად გამოიყურება:

აპენინური მედიის მტკიცებით კონტაქტი მხარეებს შორის მარტში შედგა..

ესპანელი არ იყო წინააღმდეგი კარიერის სერია ა-ში გაგრძელებაზე, მაგრამ ამ დროისთვის ჟურნალისტებისთვის ერთადერთი ხელჩასაჭიდი ცნობები გუშინ მილანში დაფიქსირებული შეხვედრა გახდა..

გუარდიოლა იმ სპეციალისტების რიცხვში შედის, რომლებიც ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებიან და არაა გამორიცხული მან საბოლოო ჯამში მაინც დატოვოს ინგლისი..

სეზონში 20-25 მილიონ ევროზე მიდის საუბარი, რომელიც პეპის წლიური გასამრჯელო შეიძლება ტურინში რომ გახდეს.. თავად კონტრაქტის ხანგრძლივობა 4 წლიანია..

თავის მხრივ სიტი მაქსიმალურად ეცდება ბიანკონერის ნებისმიერი შეტევის მოგერიებას და ესპანელის მანჩესტერში დატოვებას..

სიმართლე ითქვას, ჯერჯერობით ყველა გავლენიანი გამომცემლობა ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და მაქსიმალურად ერიდება, ნებისმიერი სახის ცნობების გამოქვეყნებას ამ საკითხზე, რადგან მაგალითისთვის სპორტ იტალიას წამყვანს დღეს ბოდიშის მოხდა საკუთარი განცხადების გამო, რომელიც გუარდიოლას იუვეში მისვლას გადაწყვეტილ საკითხად მიიჩნევდა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »