ბერნარდესკი ალეგრიზე და სარიზე..

ფედერიკო ბერნარდესკიმ მაქს ალეგრიზე და მაურისიო სარიზე ისაუბრა:

“იტალიის ნაკრებში ახლა საოცრად ძლიერი და ნიჭიერი კოლექტივია შეკრებილი.. თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ესმის, თუ როგორი უნდა იყოს სკუადრა აძურა!

გუნდი უნდა შედგდებოდეს არამარტო ძლიერი ფეხბურთელებისგან, არამედ ძლიერი ადამიანებისგან და რობერტო მანჩინი ამაზე ბევრს მუშაობს.

მაქს ალეგრი მხოლოდ და მხოლოდ შექებას იმსახურებს, რადგან მის მიერ გაწეულმა შრომამ მისცა იუვენტუსს ასეთი წარმატებული გზის გავლის საშუალება.

ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე თუ ვინ იქნება გუნდის მომავალი თავკაცი, რადგან ამაზე კლუბის დირექტორები მუშაობენ.

უშუალოდ ფეხბურთელის მხრიდან გეტყვით, რომ მაურისიო სარის სათამაშო ფილოსოფია ჩემთვის უდაოდ მისაღებია.. მეორეს მხრივ ნამდვილად არ ვიცი ვინ გახდება ჩვენი თავკაცი.

ანტონიო კონტე? მასთან მუშაობის მცირეოდენი გამოცდილება მაქვს და ვიცი რაოდენ განსაკუთრებულია.. იუვეში იგი დიდ ისტორიას წერდა..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. სვანჩიკა says:

    ბლეფაობს პარატიჩი როცა ამბობს ბევრს ვესაუბრებითო ტრენერებზე უფასოდ უნდა წამოიყვანოს სარი და ელოდება კონტრაქტს როდის შეწყვეტს ჩელსი მასთან და ეგრევე წამოიყვანს მის გამოსვლაში საინტერესო იყო პოგბაზე და კიეზაზე ცივი უარი არუთქვამს რომ ვერ მოიყვანენ ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც გზები არსებობს მათი მოყვანის,რატომღაც დარწმუნებული ვარ ან პოგბა მოვა ან სავიჩი ჩემი პირადი აზრით ფინანსური ასპექტიდან გამომდინარე სავიჩი უფრო მგონია თუ მოვა შედარებით ნაკლები დაჯდება ხელფასი მისი და საერთოდ გადასახდელი თანხა :)))))

  2. ანონიმური says:

    ვერ გავიგე ამ ხალხის პარატიჩმა რამოდენიმე მწვრთნელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებასო და რამოდენიმე დღის ამბავიაო ლასტამპაც დაჟინებიტ აწვება გუარდიოლას ამბავს ან ბლეფაობენ მაგრად რომ სარი ჩელსიმ უკაპიკოდ გაუშვას ელოდებიან და მაგიტო წელავენ დროს ან კიდე ჩორტ ივო ზნაეტ ვინ მოდის :lool: :lool: :lool: :chuvak:

  3. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    შარშან რონალდომ 15 გოლით და 3 ასისტით ლიგა “მარტომ” მოიგო,და ოქროს ბურთი მოდრიჩს შეტენეს,წელს მესის 12 გოლი და 3 ასისტი და ნახ-ფინალიდან გამოვარდნა უკეთესი შედეგი როგორ არის ? =)) ლიგას ვერ ვიგებთ ვერ ვიგებთ,ოქროს ბურთი მაინც მოეცათ :lool:

  4. ანონიმური says:

    სარიმ თქვა, მეორე ადგილითაც ბედნიერი ვარო, გამარჯვება არ არის მთავარიო :)

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »