სქაი სპორტი ბოლო ცნობებს აქვეყნებს მწვრთნელთან და იკარდისთან დაკავშირებით..

ჯანლუკა დი მარციო ბოლო ცნობებს გვაწვდის, რომელიც მაურისიო სარის და მაურო იკარდის ეხებათ:

“მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, მაგრამ ამ ეტაპზე ლონდონელები სარის შემცვლელზე ვერ ჩამოყალიბდნენ..

მოლაპარაკებები ერთდროულად სამ სპეციალისტთან მიმდინარეობს და რომელთანაც მოხერხდება საერთო ენის გამონახვა, სწორედ ის ჩაანაცვლებს იტალიელს..

არისტოკრატების გავწრთნის შანსი ფრენკ ლამპარდს, რაფაელ ბენიტეს და ჟოზე მოურინიოს გააჩნიათ.. ყველაზე ახლოს ამ მიზანთან ჩელსის ექს კაპიტანია.

სწორედ ამის შემდეგ სარი ოფიციალურად წარსდგება იუვენტუსის ახალ თავკაცად..

რაც შეეხება მაურო იკარდის..

ტურინელებს სურთ მისი გადაბირება და მოლაპარაკებებიც აქტიურ ფაზაშია, თუმცა ინტერი სანაცვლოდ პაულო დიბალას ითხოვს რომლის დათმობას ბიანკონერი არ გეგმავს.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ეს იუვენტუსს აღარ გავს უკვე რაც მომწონდა … ლიგის თასის გამო ხან ვინ. დააბრუნეს ხან ვინ უნდათ … მაინც ვერ იგებენ ახლა ბენატიას აბრუნებენ , წინა წელს ბონუჩის , ბარემ ბუფონიც პოგბაც და რა უნდათ ვერ გავიგე

დატოვეთ კომენტარი ანონიმური

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »