ვიერი:”კონტე და სკუდეტო? ჯობს ლიგის ზონაზე იფიქროს, რადგან..”

კრისტიან ვიერიმ იტალიური გრანდების მოქმედებები შეაფასა:

ანტონიო კონტე ჩემი კარგი მეგობარია, მაგრამ მისდამი პატივისცემის მიუხედავად, ვერც კი წარმომიდგენია როგორ უნდა მოახერხოს ნერაძურიმ და იუვენტუსს სკუდეტო წაართვას..

დღეისათვის ბიანკონერი საკმაოდ წინ იმყოფება და შესაბამისად, უმჯობესი იქნება თუ ფეხბურთელებს ზედმეტ ფსიქოლოგიურ წნეხში არ ამყოფებენ..

მოკრძალებული აზრით ახლა ინტერი მხოლოდ იმაზე უნდა კონცენტრირდეს, რომ სეზონიდან სეზონამდე ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს..

ვერც რომა, ვერც ნაპოლი და ვერც დანარჩენები ვერ მოახერხებენ იუვესთვის სათანადო დონის წინააღმდეგობის გაწევას..

მაქს ალეგრი? გუნდმა მნიშვნელოვანი სახის გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ასეთი დონის სპეციალისტზე თქვა უარი..

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მაურისიო სარი ტურინში სიახლეს შეიტანს, როგორც სათამაშო ტაქტიკის თვალსაზრისით, ასევე სხვა კომპონენტების კუთხითაც..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    https://www.football-italia.net/139309/paratici-london-chelsea-talks სარის არ უშვებს ჩელსი უფულოდ ეტყობა მაგარი ბოი მიდის მოლაპარაკებებში :))) ემპოლის პრეზიდენტმაც თქვა დღეს ინტერვიუში უკვე პესიმისტურადაა სარი ო,მაგრამ იუვემ დამიდასტურაო რომ შაბათამდე მოვაგვარებთ ამ საკითხსო :))) პარატიჩი ლონდონში გაფრინდა დღეს მაგ საკითხზეო :)))

  2. ანონიმური says:

    ტრაორეს ყიდულობენ ემპოლიდან
    ემპოლის პრეზიდენტმა თქვა რომ იუვენტუსი ძალიან ახლოს არის მის გაფორმებასთანო
    https://www.youtube.com/watch?v=jj2QiG9Sac8

  3. ანონიმური says:

    ეგეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები ბობო) გააჩნია, თავის გემოზე თუ მოხოდა, შეილება მართლა გაგვიწიონ უკვე წელს წინააღმდეგობა. აგერ ლუკაკუ იყიდეს უკვე თითქმის. წვრილთვალება ფეირ-ფლეის შტრაფის გასვლას ელოდება და დაიწყებს ხარჯვას. ვაფშე ძაანაც კარგი იქნება თუ მართლა მოიხოდა ყ.ინტერიც და სხვებიც რაა) აი მილანს რა ეშველება ნეტა…))

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »