ფაბიო პარატიჩი:”პოგბა და რაბიო? არამარტო..”

დღეს, ბიანკონერის სპორტულ ცენტრ კონტინასაში ჟურნალისტების წინაშე მაურისიო სარი და ფაბიო პარატიჩი წარდგნენ:

თავდაპირველად გთავაზობთ იუვენტუსის სპორტული დირექტორის კომენტარს:

მოლაპარაკებები ლონდონის ჩელსისთან ერთი თვის მანძილზე ხორციელდებოდა. .

თავიდანვე ზუსტი და მკაფიო იდეები გაგვაჩნდა, თუმცა პატივსვცემდით მთავარი მწვრთნელის კონტრაქტს ლონდონურ კლუბთან, რომელთანაც ჩინებული ურთიერთობა გაგვაჩნია.

დიდად მადლობელი ვარ არისტოკრატების და მათი დირექტორის მარინა გრანოვსკაიას მუშაობით, რომელიც გამორჩეული პროფესიონალია.

სარიზე არჩევანი იმიტომ შევაჩერეთ, რომ იგი დღეისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.. როგორც 5 წლის წინ იყო მაქს ალეგრი და 8 წლის წინ ანტონიო კონტე.

ჩვენ ახლა სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი სპეციალისტი ჩამოვთვალეთ.. მაურისიომ კი თავის მხრივ, დაადატურა საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმი პრემიერ ლიგაშიც..

მერწმუნეთ სწორედ ის იყო ჩვენი პირველი არჩევანი! ნამდვილად არ ვიცი რითი შევძელით მისი დარწმუნება.. სავარაუდოდ მან იგრძნო, რომ იუვენტუსი მაურისიო რეალურად სურდა..

პოლ პოგბამ აქ შესანიშნავი პერიოდი გაატარა და ჩვენ ფრანგი ძალიან გვიყვარს.. თუმცა, ის ახლა იუნაიტედის ფეხბურთელია.

ადრიენ რაბიოს ხილვა თავისთან ბევრ კლუბს სურს და მათ შორის ჩვენც, მაგრამ ფრანგის გარდა არაერთ მიზანზე ვმუშაობთ.

სატრანსფერო საკითხებზე სარისთან ერთად გავივლით და შევეცდებით მათგან საუკეთესო ვარიანტები ავარჩიოთ, რომლებიც გუნდს რეალურად გააძლიერებენ კონკრეტული მიზნებისთვის.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ეს პარატიჩის სიტყვებია და სარის კომენტარი რომელია?

  2. ანონიმური says:

    ძაან კარგად იბაზრა სარიმ. გასაგებად და დასტოინად) აი პარატიჩს ცოტა მეტი რო დასცდენოდა პოგბაზე კაი იქნებოდა)) ეხლა ისევ რეალში გაუშვებს პრესა))

  3. Giampiero Boniperti Giampiero Boniperti says:

    იტოგში სარის და პარატიჩის ნალაპარაკებიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ ალეგრის დაუსრულებელმა როტაციებმა და ექსპერიმენტებმა არამარტო ფეხბურთელები, არამედ ბოსობაც დაღალა. სარიმ იდეალურად ილაპარაკა. ზუსტად ისე როგორც მინდოდა კარგ მწრთვნელს ესაუბრა. მარტო ფედერიკოზე ნათქვამიც რად ღირს. ტიპმა ზუსტი დიაგნოზი დასვა. ალეგრი რომ კოშტა, ფედერიკოს ყველა პოზიციაზე რომ აპახავებდა და ბოლოს მაინც ვერ გაიგო სად დაეყენებინა, ადგება სარი და 1 ადგილს გამოუნახავს, ფსიქოლოგიურად დალაგდება გუნდი. ყველამ უნდა იცოდეს მისი ადგილი, სასტავი და სკამი რომ განურჩეველი იყო ალეგრის დროს, მაგიტომ ვერც ახალგაზრდები განვითარდნენ და ჩავარდნის მერე ტოპებმაც ვერ აღიდგინეს ფორმა ბოლომდე დროის გამო.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »