მაურისიო სარის პრეს-კონფერენცია

მაურისიო სარის პირველი პრეს-კონფერენცია იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის რანგში:

“ნაპოლიში დავიბადე და ბავშვობიდან ამ გუნდის ქომაგი ვიყავი.. სწორედ ამიტომაც მიმაჩნდა, რომ ამ კლუბს შეეძლო კონკურენტუნარიანი ყოფილიყო.. შესაბამისად სამი წლის მანძილზე მაქსიმუმი გავიღე მიზნის მისაღწევად.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე კლუბს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნაპოლი უწინდებურად აღარ მიყვარდა.. რომ კლუბისთვის სათანადო დონეზე არ ვიხარჯებოდი.. მივხვდი, რომ თავგადასავალი დასრულდა.

უმალვე მივიღე წინადადება იტალიური გრანდებიდან, მაგრამ კონკრეტულ ეტაპზე საზღვარგარეთ წასვლა ვამჯობინე..

ლონდონში დიდი გამოცდილება მივიღე და იქაურობა თავიდანვე მომეწონა.. მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში გამიჩნდა დიდი ნოსტალგია სამშობლოს მიმართ.. მთელი გულით მსურდა უკან დაბრუნება..

იუვენტუსმა ამის საშუალება მომცა.. მერწმუნეთ 80%-ით ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ კარიერაში დგება მომენტები როდესაც პროფესიონალური მიდგომა ყველაფერზე მაღლა დგას.

იუვენტუსისგან განხორციელებულმა ზარმა დიდი ემოცია მომანიჭა.. 30 წლიან სამწვრთნელო საქმიანობას რომ გადავხედო, ჯერ არცერთი კლუბი არ მინახავს, რომელიც მსგავსი მიზანდასახულობით გამოირჩეოდა..

ტურინში ძალიან მომეწონა ის ერთიანობა, რაც აქ ყოფნის პირველივე დღეს ვიხილე.. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს!

სულ რამდენიმე შეხვედრა დამჭირდა, რომ დავრწმებულიყავი რაოდენ ძლიერ და მიზანდასახულ ადამიანებთან მექნებოდა საქმე.

ჩემი მიზანი მარტივია.. დილით ადგომა და გუნდთთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გამარჯვებების მოპოვება.. ერთადერთი აზრი რაც აქ შეიძლება ადამიანს გქონდეს არის წარმატება!

ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსი გამარჯვებისთვის იასპარეზებს, მაგრამ იმ გრძნობით რომ აქ 8-9 ანალოგიური სურვილის მქონე კლუბი ირჯება.

ვგრძნობ, რომ მეტი პასუხისმგებლობა არის იტალიაში წარმატების მიღწევაზე, ხოლო ევროპა არის ოცნება რომლის რეალიზებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

მესმის, რომ სკეპტიკოსების გარემოცვაში მომიწევს ყოფნა, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიე.. ჯერ კიდევ ემპოლიში, ნაპოლიში და ჩელსიშიც..

კრიშტიანო რონალდუ? კარიერის მანძილზე არაერთ გამორჩეულ ფიგურასთან ერთად მიმუშავია, მაგრამ ფაქტია პორტუგალიელთან ერთად ახალ საფეხურზე ავდივარ..

უკვე მომიწია ისეთ ფეხბურთელთან ერთად მუშაობა, რომელიც სერია ა-ს ბომბარდირი გახდა და იმედი მაქვს ასეთი უკვე ორი იქნება..

ვფიქრობ, როდესაც ფეხბურთელს მრავალმხრივი მახასიათებლები გააჩნია, მას ნებისმიერ პარტნიორთან ერთად შეუძლია ასპარეზობა.. ანალოგიური ეხება პაულო დიბალასაც რომელსაც გასულ სეზონში ბევრს აკრიტიკებდნენ..

ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ 2-3 ფეხბურთელთან კონსულტაცია გაევლო.. 30 წლის წინ მჯეროდა რომ ფეხბურთელებს საკუთარ აზრს მოვახვევდი თავს, მაგრამ ახლა მირჩევნია რომ მათი მიდგომის შესახებ მქონდეს ინფორმაცია.. რას ფიქრობენ და როგორი განწყობით იმყოფებიან.

რონალდუ ფენომენალური ფიგურაა.. დიბალა უსაზღვროდ ნიჭიერი.. დუგლას კოშტა პოტენციურად ტოპ ფეხბურთელია.. მას ჯერ კიდევ არ უჩვენებია ის რაც შეუძლია..

ვთვლი, რომ წინა სამეული მეტად ეფექტურად უნდა მოქმედებდეს.. თამაში ასაწყობია და ბევრი მუშაობა მოგვიწევს..

ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოვთვალე საოცარი ნიჭით არიან დაჯილდოებული, ხოლო მარიო მანჯუკიჩი და გონსალო იგუაინი იმიტომ არ დავასახელე, რომ კონკრეტულ მახასიათებლებზე ვსაუბრობდი ზემოთხსენებულებთან მიმართებით.

პიპიტა ძალიან მიყვარს.. დარჩება თუ არა მასსზეა დამოკიდებული, მაგრამ აქ არიან დირექტორებიც რომლებიც მოთამაშეებს წლობით აკვირდებიან.. მათ აზრსაც აუცილებლად მოვისმენ. ვნახოთ, რას შემომთავაზებს კლუბი..

არგენტინელთან ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ არ მისაუბრია.. იგი იუვენტუსის წევრია და შვებულების შემდეგ გვექნება დრო ყველაფერზე დეტალურად ვისაუბროთ.

მერწმუნეთ თუ საჭირო იმპულს მიიღებს, სამხრეთ ამერიკელი 3-4 წელი ითამაშებს უმაღლეს დონეზე..

ყველამ კარგად იცის, რომ ფედერიკო ბერნარდესკი ჯერ კიდევ ფიორენტინადან მომეწონა.. საოცარი თვისებებით დაჯილდოებული მოთამაშეა, რომელსაც სტაბილურობა აკლია..

შესაძლოა მისთვის ეს იყოს სწორედ ის სეზონი, სადაც ერთ კონკრეტულ ამპლუაში იქნება და საჭირო სტაბილურობას მოიპოვებს!”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

12 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    დელიგტი პოგბა რაბიო თუ მოწიეს სუპერ

  2. ანონიმური says:

    დე ლიგტი იდება აზეხართ

  3. ანონიმური says:

    სარიმ ლიგა თუ დადოს საღოლ მაგას,რაგაც მეეჭვება მაინც ნეტა ვცდებოდე

  4. ანონიმური says:

    ეეეჰ ნეტა იმ ქალაქს და ქვეყანას მწვრთნელის სათამაშო სტილზე და ტრანსფერებზე რო ღელავენ)) და ვაი ჩვენს პატრონს….!

  5. ვეგა says:

    გახადეს ამას სპორტულები? :lool: :lool: :lool: :lool:

    სუ დიდი რატო აქვს ამას ტანსაცმელი?

  6. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    ძაან სწორად ილაპარაკა ტიპმა ყველაფერი )) ჭკვიანი კაცია აშკარად და იმედია მოერგება იუვე სარის სტილს. :forza:

  7. ანონიმური says:

    ვთვლი, რომ წინა სამეული მეტად ეფექტურად უნდა მოქმედებდეს.. თამაში ასაწყობია და ბევრი მუშაობა მოგვიწევს.
    მართლაც ასაწყობია თამაში,ის რაც ასე გვაკლდა მაქსალეგრის ხელში

  8. ანონიმური says:

    საღოლ სარი მიდი მიაწე დაუსახე გუნდს კონკრეტული მიზანი და გვანახე ფეხბურთი რომელიც გვინდა ტიფოზებს

  9. ცრუღმერთი says:

    ძლივს არ გაზმანეს ტიპი

  10. ანონიმური says:

    ზუსტად ილაპარაკა რაც არის

დატოვეთ კომენტარი Bianconeri.10

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »