გაძეტა:”პსჟ ბონუჩის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს”

გავლენიანი გაძეტა ლეონარდო ბონუჩიზე:

ლეომ იუვე შესაძლოა კიდევ ერთხელ დატოვოს და ეს ალბათ უკანასკნელი იქნება მის საფეხბურთო კარიერაში..

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ პსჟ-ს ახალი სპორტული დირექტორი ლეონარდო ალესანდრო ლუჩის დაუკავშირდა, რომელიც ბონის საფეხბურთო აგენტია..

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ სულ მალე მატიას დე ლიგტი ოფიციალურად შეუერთდება ტურინულ გრანდს, ბუნებრივია ლეოსთვის ამან შესაძლოა სასტარტო შემადგენლობის თვალსაზით სერიოზული პრობლემები გაუჩინოს..

ერთი სიტყვით საფუძველი ამ ყოველივეს ნამდვილად გააჩნია, მაგრამ ახლა იუვემ უნდა გაიგოს რა სახის ინვესტირებას გეგმავს ფრანგული მხარე..

ფაქტია, მაურისიო სარისთვის ხელშეუხებელი ამ ეტაპზე ჯორჯო კიელინი და დანიელე რუგანი არიან.. ჰოლანდიელის მოსვლით კი პრობლემები სწორედ ლეოს ექმნება, რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია რეზერვისტობას დათანხმდეს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »