ადრიენ რაბიოს პრესკონფერენცია

ადრიენ რაბიო ჟურნალისტების წინაშე წარდგა.. ხოლო პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ ბიანკონერის მესვეურებმა მას 25 ნომრიანი მაისური გადაცეს:

“ტურინელებთან რამდენიმეჯერ მქონდა კონტაქტი, მაგრამ მაშინ ჩემ ცხოვრებაში სხვა დრო იდგა..

ახლა კი ვფიქრობ, მოვიდა ეს ეტაპი როდესაც ამ ნაბიჯის გადადგმა სწორია.. გეტყვით, რომ შარშანდელ სეზონში ჯიჯი ბუფონს ამ თემაზე ბევრი ვესაუბრე.

ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვქონდა ამისთვის და მან ბევრი საჭირო რჩევა მომცა.. იუვენტუსს ჯიჯი ხომ ძალიან კარგად იცნობს.

მასთან საკმაოდ ნაყოფიერი და კარგი ერთი წელიწადი გავატარე.. ბუფონი ჩინებული პიროვნებაა, რომელიც ბევრ ასპექტში დამეხმარა.. ბუნებრივია მისმა რჩევებმა ამ გადაწყვეტილებაზე დიდი როლი ითამაშა.

მან ბევრი საინტერესო დეტალი მიამბო გუნდზე.. კარიერული პროგრესისთვის და ახალ ეტაპზე გადასასვლელად იუვენტუსსზე უკეთეს ადგილს იშვიათად თუ ვინმე იპოვის.

ჩვენ ვსაუბრობთ კლუბზე, რომლის მაღალი ფასეულობა აშკარად იგრძნობა სხვა კლუბებთან მიმართებაში და ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

შვიდი წელი გავატარე საფრანგეთში და ახლა ეს იქნება პირველი გამოცდილება, როდესაც კარიერას სხვა ქვეყნის ჩემპიონატში განვაგრძობ.

ჩემი ამბიცია და მიზანი უცვლელია.. იტალიაში, იუვეში გადასვლით არაფერი შეიცვალა, რადგან ჩემთვის გამარჯვება უმნიშვნელოვანესია.

ყოველთვის მაქსიმუმს ვდებ და აქ იმისთვის მოვედი, რომ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.. ჩვენ ყველანი ერთად დავიწყებთ მუშაობას საერთო წარმატებისთვის.

,მართალია ჯერ არ მომცემია საშუალება მაურისიო სარის შევხვედროდი და მესაუბრა, თუმცა ვისთანაც მომიწია იუვეს რიგებიდან საუბარი, თითოეულმა პოზიტიური შთაბეჭდილება დამიტოვა, შესაბისად დარწმუნებული ვარ მწვრთნელის იმიჯი შეესაბამება კლუბის რეპუტაციას.

ცხადია დიდი სურვილი მაქვს მასთან მუშაობის დაწყების, რადგან მჯერა კლუბმა სწორი სვლა განახორციელა, როდესაც გუნდი ასეთ თავკაცს ანდო.

ჩემ ფავორიტ პოზიციას რაც შეეხება, ვფიქრობ ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ.. უმეტესწილად სამ ნახევარმცველიან ტაქტიკაში მარცნივ ვასპარეზობ, მაგრამ ასევე შემიძლია ორ შუახაზელიან მოდულში თამაშიც.

როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ მრავალფუნქციური მოთამაშე ვარ, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მოდულთან და როლთან ადაპტაცია.. ზემოთხსენებული კი უბრალოდ სურვილიდან გამომდინარე და მეტი არაფერი..

ბუნებრივია მაქვს შესაბამისი მოტივაცია და რესურსიც, რომ ტოპ მოთამაშეების გვერდით პროგრესი გავაგრძლო.

კრიშტიანო რონალდუ უდიდესი ფეხბურთელია, როგორც სხვა დანარჩენები რომლებიც აქ იმყოფებიან.. სწორედ ასეთი ფიგურების ყოფნამ იქონია ჩემზე გადაწყვეტილება..

ატმოსფერო ასეთი კლუბის გადასახდელში ყოველთვის პოზიტიურია, რადგან ურთიერთობა განსაკუთრებულ პროფესიონალებთან გვექნება..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

15 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ისე რაბიოს მოსვლამ პოგბა გამორიცხა ასე ვფიქრობ…პოგბას პოზიციია რაბიო და ღრმა ზამენას ეგ არ დათანხმდებოდა…თან დელიგტი იდება და პოგბაზე ვეღარ გავიწევთ ასე მგონია…მე რო ვიყო მატუიდის დავტოვებდი ძაან დიდი ძალაა სკამზე ასეთი პიტბულის ყოფნა…ხედირამ გაა*ვას და ეგარირა ნახევრდაცვა ასეთუისე ნარმალნა…დაცვაც იდეალურია კანსელოც დარჩეს…
    ნუ თავდასხმაში იკარდი კიეზადან რომელიმეს თუ დადებენ მაგას რა ჯობია

  2. ანონიმური says:

    თქვენ არვიცი ძმებო რას ფიქრობთ მაგრამ ჩემის აზრით თუ დიბალას დარჩენა გადაწყვეტილია გუნდში სარი თუ ითამაშებს 4-3-1-2 სქემით იქნება კარგი იცის ეს სქემა ძალიან კარგად ემპოლიდანაც ასე დაიწყო მან რადგან ამ წყობაში დიბო ეფექტურია არვიცი ასე ვფიქრობ……….ვერ თამაშობს ეს კაცი ფლანგებზე დიბალას ვგულისხმობ კიდე შეუძლია 4-2-3-1 მაგრამ ვინაიდან და რადგან გუნდში არიან რაბიოტი-პიანიჩი-რემზი-ბენტაკური-ჯანი(აღარ ვიტყვი მატუიდი-ხედირაზე შეიძლება გაიყიდონ)ამდენ ნახევარმცველებში და თან ეფექტურ ნახევარმცველებს სკამზე ვერ დასვამს ამიტომ……….

  3. ანონიმური says:

    ზიეჩს რატომ არ ყიდულობს არავინ? ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ძვირიც არ ღირს.

  4. ანონიმური says:

    :juvee:

  5. მარკიზიო says:

    მარკიზიო შეიძლება მოვიდესო….
    პადოინი თავისუფალი აგენტია და კომენტარებს აკეთებს რაღაცებს ^^ ეგეც თუ მოვიდა ავშენდით.. :დ
    ბუფონი გზაშია….
    დე ლიგიტი თითქმის შვენია მარა რისკია პსგ
    ზანიოლო,კიეზა, მიდის მსუბუქი ჩალიჩი
    ხამესი ნაპოლიზე და იუვეზე ორივეზე ფიქრობს ნაპოლიზე იმიტომ რომ იუვე შესაბამის ყურადღებას ვერ უთმობს
    სავარაუდოა რომ ჩუმად ჩალიჩობენ პოგბაზე მაგრამ ვერ გადაწყვიტეს დიბალა შეწირონ პოგბას თუ არა.

  6. მარკიზიო says:

    პადოინიც და მარკიზიონც თავისუფალი აგენტია ორი ლეგენდა კაცი :D ეს უკვე რაღაცას ნიშნავს

  7. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    თუ დააკვირდებით იუვეში ვინც მოდის ტავისი საყვარელი ნომერი თავისუფალი ხვდება ყველას და დათმობა მოთმობა არ ჭირდებათ, გამონაკლისი შარშან რონალდო იყო.

  8. ანონიმური says:

    ანუ ჯიჯიმ წავალო ეხლა რაბიოს მოუყომარებ და მოვალო

  9. დავით 1221 says:

    პატარა ფერესია ანიელი :დდდდდდ სწავლობს ნელ-ნელა

  10. ოთარი says:

    ტუტოსპორტის მიხედვით დე ლიხტი სახლს ეძებს პარიზში. მგონი აგვახიეს ეგ ბიჭი. რაიოლა უარყოფსოს, მაგრამ მტერი ენდო მაგ გასიებულს

    • ანონიმური says:

      ჭორია ეგ იმფო ძმა დღეების ან საათების ამბავია დელიხტის იუვეში გადმოსვლა მოგვარებულია ეგ თემა ბოლო დეტალებზე მიდის მოლაპარაკება ;)))))

      • ოთარი says:

        ისე გაიწელა ამ ბოლო დეტალების შეთანხმება, თან თუ გავითვალისწინებთ რამდენი ტრანსფერი ჩაეშალა იუვეს ამ ბოლო დეტალების დაზუსტებაში, არ გამიკვირდება მართლა აგვახიოს პსჟ-მ

  11. ALLENATORE ALLENATORE says:

    რაბიო შესანიშნავი ტრანსფერია )) ბრავო ხელმძღვანელობას )) ეგ რო გაეყიდა პსჟს მინიმუმ 70 მილიონს მოითხოვდა ) საერთოდ არც გაყიდნენ

  12. ანონიმური says:

    ძმებო გუნდი შეკრებას მგონი 8 რიცხვში ანუ ორშაბათიდან იწყებს ასე მახსოვს და თუ იცით დაწერეთ რა გთხოვთ

  13. ანონიმური says:

    ძალიან მაგარი ბიჭი დაითრია იუვემ რაბიო იტყვის მის სიტყვას იუვეში ასევე რემზიც ძლიერია და ტოპ ოგროკია თუ ტრამვებმა არ შეაწუხა რემზი მაგრამ როგორც ხედირას მოუგვარდა იუვეში ტრამვებზე პრობლემა ისე მოუგვარებენ რემზის ამ პრობლემას ექიმები ცენტრში რაბიო პიანიჩი რემზი იფ იფ იფ შესანიშნავია არ დაგვავიწყდეს ბენტაკური ჯანიც

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »