სატრანსფერო აურზაური

ამ ეტაპზე შემდეგი სიახლეებია იუვენტუსთან დაკავშირებით:

გონსალო იგუაინი ჯიუტად არ აპირებს იუვედან წასვლას და სურს დაუმტკიცოს მაურისიო სარის რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია..

თუმცა, რომა თავის მხრივ არ კარგავს იმედს, რომ მოახერხებს ფეხბურთელის გადაბირებას, მითუმეტეს იუვემ უკვე არაერთხელ დაუფიქსირა მის აგენტს რომ არგენტინელი არ შედის კლუბის გეგმებში.

მატიის დე ლიგტზე სიახლე არაფერია.. აიაქსი ჯიუტად 75 მილიონს ფეხს არ უცვლის, მაგრამ მხარეები აგენტების მეშვეობით წესით და რიგით საქმეს მალე დახურავენ.

მარიო მანჯუკიჩი და სამი ხედირა ტურინში კონტინასაზე იმყოფებიან, მაგრამ რამდენ ხანს გაჩერდება ეს ყოველივე უცნობია..

ერთის მხრივ კლუბი განიხილავს მათ გასხვისებას, მაგრამ სარის გასახდელში ესაჭიროება ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონურ მენტალიტეტს ატარებენ და კლუბის შიდა სამზარეულოს კარგად იცნობენ.

ბლეზ მატუიდის მსურველები უმრავლდებიან.. მონაკოს გარდა მისი თავისთან ხილვა პსჟ-მაც მოისურვა, სადაც ნახევარმცველს არაერთი სეზონი აქვს გატარებული.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    იკარდი, პოგბა, კიეზა, ერიკსენი ან ხამესი ეს ხალხი დადონ თუ ლიგაზე გვინდა რომ გავიწიოთ.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »