დიბალას შანსი

არგენტინელი ახალ პოზიციას მოირგებს

არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა ჩაგდებული სეზონის შემდეგ ახალს შანსს მიიღებს.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა დამრიგებელი, მაურისიო სარი, პაულოს ცრუ 9-იანი პოზიციაზე გამოყენებას გეგმავს. დიბალამ გასულ კოპა ამერიკაზე, ნახევარფინალურ შეხვედრაში, ფორვარდის ადგილას ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

ტურინელთა 10-იანს ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. დიბალა პალერმოს რიგებში ცივსისხიანი 9 ნომერი გახლდათ და არაერთი გოლიც გაიტანა.

როგორც მედია ვარაუდობს, ეს არგენტინელის ბოლო შანსი იქნება. შეგახსენებთ, გასულ სეზონში ალეგრი დიბალას ტრეკუარტისტად იყენებდა და ამის გამო დიბალას დიდი კრიტიკაც შეხვდა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. ვეგა says:

    სწორედ მანდაა მისი ადგილიც :forza:

  2. ანონიმური says:

    აბა რონალდოს აყენებს 9 ზეო ვეღარ გავიგე

  3. khvichia khvichia says:

    როდიდან ვიძახი ამას

  4. მამუკა1313 says:

    სრულად ვიზიარებ სარის შეხედულებას

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »