როდის ეწვევა დე ლიგტი ტურინს?

ჰოლანდიელი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება

ამსტერდამის აიაქსის მცველი, მატიას დე ლიგტი გუნდს ავსტირულ შეკრებაზე არ გაჰყვა. როგორც ცნობილია, ჰოლანდიელი თინეიჯერის ტრანსფერი ტურინულ გრანდში მოგვარებულია. იუვენტუსი დე ლიგტის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს + ბონუსები გადაიხდის.

Tuttosport-ის ცნობით, ჰოლანდიელი ტურინს დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ეწვება. უშუალოდ სამედიცინო შემოწმებას კი სავარაუდოდ ხვალ საღამოს გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს მოაწერს ხელს. დე ლიგტი ბიანკონერთა რიგებში 4 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »