ამერიკელებმა იუვენტუსის დაკარგვით დიდი ზარალი განიცადეს

ამერიკულმა გიგანტმა კომპანიამ ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, საკმაოდ სერიოზული ზარალი განიცადა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა იუვენტუსისა და კონამის მჭიდრო პარტნიორობაზე..

გუშინვე, EA-ს აქციები საფონდო ბირჟაზე 3.28 პროცენტით გაუფასურდა და შესაბამისად კომპანიამ დაახლოებით 660 000 000 მილიონი ფუნტი სტერლინგის ზარალი განიცადა.

15 ივლისამდე EA-ს ღირებულება 22.76 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იყო, ხოლო 16 ივლისის შემდეგ 22.1 მილიარდი ფუნტი..

ზემოთხსენებული გიგანტი კომპანია ისეთი ცნობილი ფრანჩიზებით იწონებს თავს, როგორებიც არის The Sims და Battlefield. მათ მიერ წარმოებული FIFA კი მთელი მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სიმულატორია.

კონამისთან კონტრაქტი ტურინელებს 2022 წლამდე აქვთ გაფორმებული. შესაბამისად ამ პერიოდის მანძილზე ფიფაში არ იქნება ალიანც არენა და კლუბსაც სახელწოდება არა იუვენტუსი, არამედ Piemonte Calcio ექნება.

გუშინვე, EA-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თითქოს მოთამაშეების სახეები და სახელები შეცვლილი იქნებოდა.. როგორც ჩანს ამ კომპონენტს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.

კონამის პროდუქტში PES 2020-ში კრიშტიანო რონალდუ და პაულო დიბალა სრულად არიან 3D გამოსახულებით შეყვანილნი.

იაპონელების მტკიცებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხერხდა, მათი როგორგ ვიზუალური ასევე საფეხბურთო მახასიათებლების გადატანა ვირტუალურ სამყაროში მაქსიმალური დეტალიზაციით.

იაპონელებმა მირალემ პიანიჩი ოფიციალურად წარადგინეს კონამის წლევანდელი სერიის ამბასადორად.

შესაბამისად ბოსნიელი მათ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც PES 2020-ის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.

სხვათაშორის ამავე დღეს EA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლივერპულთან ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობას მიაღწიეს.. თუმცა,  როგორც ჩანს ამერიკელებს საფონდო ბირჟაზე ამ კონტრაქტმა დიდი დახმარება არ გაუწია.

სხვათაშორის 25 წლიანი გეიმინგ ისტორიის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა EA-სთვის, როდესაც მათ ტურინული გრანდისგან ლიცენზია ვერ მიიღეს..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. GIOCR7 GIOCR7 says:

    ფიფა ჩემთვის საუკეთესო თამაში იყო ფეხბურთის მხრივ მაგრამ სადაც იუვე იქაც მე ამიტომაც პესს ვუბრუნდები 6 წლის შემდეგ :forza:

  2. ფიცხელა says:

    ახლა ადიდასის ჯერიც დადგება ან მეტ მაყუთს დადებს ან დაახვევს

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »