კორიერე:”მატუიდი ტრანსფერზეა”

ბევრი იწერებოდა თითქოს ბლეზ მატუიდი ტურინში დარჩებოდა, თუმცა კორიერე დელო სპორტმა მოულოდნელი ცნობები გამოაქვეყნა:

ფრანგი ნახევარმცველი იუვენტუსმა ტრანსფერზე დააყენა და კონკრეტული ციფრი 25-30 მილიონი ევრო დაადო.

ჯერჯერობით უცნობია რაზე დაყრდნობით აცხადებს ზემოთხსენებული წყარო ამ ცნობებს, თუმცა ფაქტია ნახევარმცველით მონაკო სერიოზულად ინტერესდება.

პსჟ ასევე განიხილავდა მის დაბრუნებას, საიდანაც ორიოდე წლის უკან 25 მილიონს + ბონუსების სანაცვლოდ გადაბარგდა იტალიაში.

აარონ რემზის და ადრიენ რაბიოს გუნდში მოსვლის შემდეგ, მას სათამაშო დროის შემცირება ემუქრება.. ყველაფერთან ერთად არაერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ მაურისიო სარის ტაქტიკურ სისტემაში ბლეზის ადგილი მწირი იქნება.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »