სარი ინტერთან მატჩზე

მაურისიო სარი ინტერთან მატჩზე:

მატაის დე ლიგტის მოედანზე ყოფნისას, იუვენტუსმა ცუდი თამაში აჩვენა, მაგრამ ეს ჰოლანდიელის ბრალი საერთოდ არ არის.

კრიშტიანო რონალდუმ მორიგი ნაყოფიერი მატჩი გამართა.. დარწმუნებული ვარ, გუნდი შეტევაში სისწრაფესაც მოუმატებს და ფანტაზიასაც, რაც ბუნებრივია პორტუგალიელს სამუშაოს შეუმსუბუქებს.

საერთო ჯამში ორი უკანასკნელი მატჩი, რომ ავიღოთ ნათელი ხდება, რომ იდენტურ პრობლემასთან გვაქვს საქმე..

გარკვეული პრობლემებია დაცვის ხაზში.. აუცილებელია ზოლი მაღლა იყოს აწეული, რაც ჯერ ვერ ხერხდება.. ისინი ინტერთანაც საკმაოდ ქვემოდან მოქმედებდნენ..

მეორე ნახევარში მოვუმატეთ.. პრესინგიც გავზარდეთ და მეტოქეს ბურთს მისსავე ნახევარზე ვართმევდით, რამაც ლოგიკური შედეგი გამოიღო.

ჯანლუიჯი ბუფონი ნამდვილი მებრძოლია და ამაში ეჭვი არასდროს შეგვიტანია.. თუმცა, ჯიჯის მთელი ზაფხულის განმავლობაში ვესაუბრებოდი და ყველაფერი მკაფიოდ დავაფიქსირე.. პირველი ნომერი არის ვოიცეხ შესნი მაგრამ სათამაშო დრო მისთვისაც იქნება გამოყოფილი.

გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ დღევანდელი შეცდომები მატერიალური თვალსაზრისით უნდა მივიღოთ.. კარგია სეზონის ამ ეტაპზე გარკვეული შეცდომების დაშვება, მაგრამ არ მომწონს პასიურობა რასაც არ შევეგუები და მათ ეს კარგად იციან.

ჩემი სურვილი იყო, როდესაც ბურთს დავკარგავდით დაცვის ხაზი მაღლა აწეული შეხვედროდა მეტოქეს და ყველა დანარჩენ ფეხბურთელს არ დაჭირვებოდა უკან ჩამორბენა.

ადრიენ რაბიომ პირდაპირ გეტყვით და გამაკვირვა საკუთარი ასპარეზობით ცენტრალური ნახევარმცველის როლში. თვალშისაცემია, რომ 2019 წელს მცირე მატჩების გამართვა მოუწია, მაგრამ მისი შრომისმოყვარულობა და პროგრესირებისკენ სწრაფვა აღფრთოვანებას იწვევს!”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »