პედულა:”ვინ და რატომ უშვებს გუნდიდან დიბალას?”

ალფრედო პედულამ გუშინ ერთ-ერთ იტალიურ არხზე პირდაპირ ეთერში განიხილა პაულო დიბალას გუნდიდან შესაძლო წასვლა:

“აზიური ტურნედან დაბრუნების შემდეგ მაურისიო სარი ფაბიო პარატიჩის შეხვდა და კონკრეტული სვლების გაკეთებისკენ უბიძგა..

იგი უკმაყოფილო იყო წინა ხაზში მარიო მანჯუკიჩის და გონსალო იგუაინის ასპარეზობით..

კულუარული ცნობებით მან შემდეგი სიტყვებით მიმართა ფაბიოს –

მათ არ ესმით თუ როგორ უნდა იმოქმედონ მოედანზე კრიშტიანოსთან ერთად.. დროა კარდინალურად შევცვალოთ ყველაფერი.. მჭირდება ფორვარდი, რომელმაც ზუსტად იცის თუ როგორ უნდა იმოძრაოს საჯარიმოს მისადგომებთან რათა პორტუგალიელმა მაქსიმალური ეფექტი მოგვიტანოს..

პაულო დიბალა? თავიდანვე ვერ ხედავდა არგენტინელს იუვენტუსის სქემაში, რადგან სარი კონკრეტულად 4-3-3 ტაქტიკური სქემით აპირებს ასპარეზობას!

მაურო იკარდი იუვენტუსის მესვეურებს სურდათ და არა სარის.. ეს იყო ვარიანტი, რომლის განხორციელებას ტურინელები მინიმალური ხარჯებით ცდილობდნენ, მაგრამ როდესაც ჰორიზონტზე გამოჩნდა ლუკაკუს ვარიანტი სარის ბევრი არ უფიქრია და ფაბიოს სწორედ მისი დამატება თხოვა ნებისმიერ ფასად..

უცნაური ამ ყველაფერში არის ის, რომ მაქს ალეგრი თავადვე იმავეს ითხოვდა, ანუ დიბალას გასხვისებას და ახალი ფორვარდის მოყვანას.. განსხვავება არის ის, რომ მაქს იკარდი მოწონდა და არა ბელგიელი..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ამ სარიმ ყველაფერში არ ჩ….ას ! თან ძაან კონფლიქტურია ვიღაცაა , უკვე მოასწრო რონალდოსთან შეცვლის დროს წაკამათება

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »