დი მარციო დიბალას და მანჯუკიჩის ჩაშლილ ტრანსფერებზე

ჯანლუკა დი მარციო გუშინდელი დღის ანალიზს ახორციელებს:

ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ იუვენტუსმა უშუალოდ ამ დღეს, ვერცერთი საკუთარი ფეხბურთელის გასხვისება პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში ვერ მოახერხა..

პაულო დიბალას ტრანსფერი, რომელიც ბოლო პუნქტამდე იყო მისული, ისევ და ისევ იუვენტუსის გადაწყვეტილებით ჩაიშალა..

მიზეზი? მის შემცვლელთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანია და ტურინელებმა გაძლიერების გარეშე, საკუთარი რიგების დასუსტება არ ისურვეს.

რაც შეეხება მარიო მანჯუკიჩს – მანჩესტერლები მის შეძენას, ბოლო წამამდე ცდილობდნენ..

ოლე გუნარ სულშერმა პერსონალურადაც კი დაურეკა და ესაუბრა მარიოს, მაგრამ ის იმ ტიპის მოთამაშეებში არ შედის, რომლებიც გადაწყვეტილებას ბოლო წამს იღებენ..

შედეგად იუნაიტედის წინადადებას თავაზიარი უარით უპასუხა და კარიერის გაგრძელება ტურინში გადაწყვიტა.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ცრუღმერთი says:

    ახლა ნახე… დიბალას სადმე წასვლა უკვე ზღაპარია… და თუ რამე ჭორი იქნებწ (პსჟ და ბავარია) ეს უკვე იმის თემაა რომ ინტერმა იკარდიში გაცვლაზე არც კი იფიქროს… რავი ასე მგონია რო ამ ბაზარზე ყველანაირად ათოხლეს ინტერს… ჯერ ლუკაკუ და ახლა იკარდისაც ისე წამოვიყვანთ რო დიბოც დაგვრჩება

  2. ანონიმური says:

    ახალ ტრანსფერზე არაფერი ისმის

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »