გაძეტა:”დიბალას და სარის შორის საუბარი არ შემდგარა”

სიტუაცია პაულო დიბალას გარშემო ფრიად უცნაურია:

ჯერ კიდევ გუშინდელი საწვრთნელი სესიის დროს, არგენტინელი დარწმუნებული იყო, რომ იგი არ შედიოდა კლუბის გეგმებში და აქედან გამომდინარე, აგენტს  ტოტენჰემში გადასვლაზე მწვანე შუქი აუნთო..

მოულონდელად, ბიანკონერი ცვლის საკუთარ პოზიციას და ლა ჯოიას ტურინში ტოვებს, მაგრამ როგორც ბევრი მიიჩნევს ეს ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილებაა..

ინფორმაცია, თითქოს კონტინასაზე ორი საათის მანძილზე ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს შორის კონსულტაცია მიმდინარეობდა, სიმართლეს არ შეესაბამება..

აღნიშნული ცნობები ლუკა მომბლანომ გამოაქვეყნა, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში თავადვე აღიარა, რომ კონკრეტულმა წყარომ იგი შეცდომაში შეიყვანა.

კონტინასაზე ყველანი მაურისიო სარის გადაწყვეტილებას, მოუთმენლად ელიან..

დიბალას იმედი აქვს, რომ თავკაცი მიცემს მას საშუალება ცრუ 9-იანზე იასპარეზოს..

არაა გამორიცხული არგენტინელი გუნდთთან ერთად სტოკჰოლმში წავიდეს, სადაც ბიანკონერი მორიგ ტესტ მატჩში ატლეტიკოს დაუპირისპირდება.

პარალელურად სატრანსფერო ბაზარზე სიტუაციას ყურადღებით პსჟ, ბაიერნი და ინტერი აკვირდებიან..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »