დანილოს პრესკონფერენცია

დღეს, კონტინასაზე დანილოს წარდგენა და პრესკონფორენცია შედგა:

ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.. კლუბის წარმომადგენლები და გულშემატკივრები საკმაოდ თბილად დამხვდნენ..

ბუნებრივია მოლაპარაკებების დროს ალექს სანდროსაც ვესაუბრე.. მან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გამიზიარა კლუბის ფილოსოფიაზე და სამუშაო პროცესზე, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღება აღარ გამჭირვებია.

 სანდრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, რადგან ჩვენი მეგობრობა უკვე 10 წელს ითვლის.. შესაბამისად, მის რჩევებს ყოველთვის დიდი ყურადღებით მოვისმენ.

სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იუვენტუსში გადასვლა არაერთხელ შემეძლო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაზე შესაფერისი მომენტი სწორედ ახლა იყო.

ბუნებრივია თითოეული მარჯვენა მცველი იდეალად დანი ალვეშს ასახელებს.. ბრაზილიელი განსაკუთრებით!

იმედი მაქვს იუვენტუსისთვის ისეთივე პოზიტიური და პროდუქტიული ვიქნები, როგორებიც ჩემი თანამემამულეები დუგლას კოშტა და ალექს სანდრო არიან.

მაურისიო სარის სათამაშო სტილი ძალიან მესიმპატიურება და ვფიქრობ, გუნდს საჭირო მახასიათებლებს თავადაც შევძენ..

28 წლის ვარ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალი ისწავლო და დარწმუნებული ვარ იუვენტუსი როგორც ფეხბურთელს უკეთეს გამხდის.

კრიშტიანო რონალდუს ჯერ კიდევ რეალიდან ვიცნობ და შეხვედრის ბევრი ვიხუმრეთ..

ვუთხარი, რომ შვიდ ნომრიანი მაისური მსურდა, მაგრამ ის უკვე დაკავებული აღმოჩნდა.. (იცინის)

ყოველთვის სასიამოვნოა და მოტივაციას გმატებს, როდესაც გუნდში მსგავსი დონის პროფესიონალი და უსაზღვროდ პოზიტიური პიროვნება გყავს..

პორტუგალიელმა კარგად ამიღწერა, რაოდენ დიდი ტრადიციების მქონე კლუბია იუვე.. თუ როგორი ოჯახური გარემოა აქ შექმნილი..

მისი თქმით, იუვენტუსში ყველაფერია შექმნილი ჩვენი კომფორტისთვის და ამაში თავადაც მალევე დავრწმუნდი..

მესმის, რომ ჩემპიონთა ლიგა არაერთი კლუბის მიზანია.. თუმცა, კონცენტრირება ყოველ მომდევნო მატზე უნდა მოვახდინოთ, რადგან ეს ერთ-ერთი მიზანია იმ არაერთიდან, რომლის დაუფლებაც ჩვენს გეგმებში შედის.

პეპ გარდიოლა და სარი ნამდვილად გვანან ერთმანეთს.. ორივე შეხვედრის სრულად გაკონტროლებას ცდილობს და ინიციატივას პირველსავე წუთებიდან ეუფლებიან.. ჩვენ უდაოდ საინტერესო და დაძაბული სეზონი გველოდება”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    უკვე მერამდენედ გვიწევს მკვდრის გაცოცხლება

  2. ანონიმური says:

    ligaze tuara serialshi velodebi axal duets dacvashi demirals da delixts

  3. ფიცხელა says:

    პორტოში კაათ ყომარობდა ეს და სანდრიკა. იმედია აქაც კარგად ითამაშებს

  4. ანონიმური says:

    აი ნახეთ ძმებო ეს ბიჭი ცუდი იგროკი არიქნება რაბიოსავით სჭირდება დრო რადგან ბევრი არ უთამაშია სიტიში თორე ისე იტყვის მის სიტყვას მჯერა ამ მოთამაშის :up:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »