პარატიჩი:”დიბალაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ”

ვილარ პეროზაში ყოფნისას ჟურნალისტები ფაბიო პარატიჩის გაესაუბრნენ:

არაერთხელ გვინახავს, რაოდენ დიდი სისულელეები იწერება პრესის ფურცლებზე.. ფაქტია, ბოლო ხანებში ბევრი გარიგებით თავს ვერ დავიკვეხნით, მაგრამ პროცესს მშვიდად მივუყვებით.

საქმე იმაში სრულებით არ არის, თითქოს შემადგენლობის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები გვაქვს.. პირიქით, ამ ეტაპზე იმაზე გაცილებით დიდი კონტიგენტია ვიდრე ამას რეალობა და რეგლამენტი მოითხოვს.

ჩვენ მაქსიმუმ 21 ფეხბურთელის გამოყენების უფლება გვაქვს და აქედან ერთი იუვენტუსის აღზრდილი უნდა იყოს. შესაბამისად, ფეხბურთელები, რომლებიც ვერ მოხვდებიან ამ სიაში, გუნდის დატოვება მოუწევთ.

მერწმუნეთ ეს ყოველივე გარკვეული წესებიდან გამომდინარეა და ვერც მე ან მთავარი მწვრთნელი, ვერ შევძლებთ რაიმე ზეგავლენის მოხდენას.

დღეისათვის არ არის ფეხბურთელი, რომელიც უფრო ახლოს არის წასვლასთან ვიდრე სხვა ნებისმიერი.. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა გვყავს და შესაბამისად კლუბში მაღალი დონის მოთამაშეები არიან თავმყორილნი.

ტრანსფერებისთვის სამი მხარეა საჭირო და პროცესებს მშვიდად მივუყვებით, რომელიც კონკრეტულ შედეგამდე აუცილებლად მიგვიყვანს.

პაულო დიბალა ბრწყინვალე მოთამაშეა, რომლის თაობაზე მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს.. გადაწყვეტილებას ყველანი ერთად მივიღებთ.

მაურო იკარდი ინტერის სრულფასოვანი წევრია და მასსზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.. უმჯობესია, ჩვენს ფეხბურთელებზე ვისაუბროთ..

შემადგენლობაში გვყავს ბრწყინვალე თავდამსხმელი გონსალო იგუაინის სახით.. პროდუქტიული შემტევი მარიო მანჯუკიჩი.. არ დაგვავიწყდეს მატეა პერინი და მარკო პიაცაც.. მათ ახლა ძალების აღდგენა მოუწევთ, რის შემდეგაც ორივეს მომავალს გადავწყვეტთ.

მაურისიო სარის სათამაშო სქემა? ყველა თავკაცს საკუთარი სტილი გააჩნია.. მაქს ალეგრის ხელმძღვანელობით არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა გავმართეთ და სწორედ მის ხელში განიცადეს პროგრესი მთელმა რიგმა მოთამაშეებმა.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    არაფრისმომცემი ინტერვიუ……. :blin: :blin:

  2. პერინი,პიაცა , დიბალა და ერთ -ერთი მანჯი იგუდან , კიდე ალბად რუგანი და მატუიდი წავლენ

  3. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    დავაი გაასხი რა.დიბალა არაა გასაშვები არა!

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »