რემზი ბედნიერია საკუთარი დებიუტით

გუშინდელ ამხანაგურ დაპირისპირებაში აარონ რემზის დებიუტი შედგა, რომელიც მეორე ნახევარში მოედანზე ფედერიკო ბერნარდესკის ნაცვლად შევიდა:

“მძიმე ტრავმის და გრძელი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ მოედანზე გატარებული რამდენიმე წუთით..

მოხარული ვარ, რომ ასეთი დიდი გუნდის ნაწილი ვარ! სასიხარულოა ასევე ის ფაქტიც, რომ ჩემპიონატი შაბათს იწყება და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ.. მზად ვარ გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო!

ჯერჯერობით იდეალური კონდიციებისგან შორს ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, რომ ფორმა რაც შეიძლება მალე აღვიდგინო..

ყველაზე მთავარია, რომ ფიზიკური თვალსაზრისით თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ და ვფიქრობ, რამდენიმე თამაში დამჭირდება სასურველი შედეგის მისაღწევად.

საწვრთნელი სესიის დროს, ტაქტიკურ ნიუანსებზე ბევრს ვმუშაობთ.. მაურისიო სარის სურს, რომ უმეტესწილად ბურთი მეტოქის ნახევარზე გვქონდეს, რაც დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »