ტრიესტინა 0-1 იუვენტუსი (შეფასებები)

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს ტრიესტინასთან გამართული ტესტ მატჩის შემდეგ:

შესნი – 6.5 – იმ იშვიათ შეტევებში როდესაც ტრიესტინა იუვენტუსს უტევდა, პოლონელი საიმედოდ ირჯებოდა.

დანილო – 6.5 – გარკვეული პრობლემები საწყის წუთებში, მაგრამ შემდგომ ბერნარდესკისთან ერთად მარჯვენა ფლანგზე საინტერესოდ მოქმედებდა.. დაცვით ასპექტში ბრაზილიელის ასპარეზობა უდაოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს.

კუადრადო 61 წუთიდან – 6 – ჩაწოდებების დროს ისევ ისეთი შეცდომებია, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში პარტნიორებს სწორი მანევრირების გაკეთებაში დაეხმარა.

ბონუჩი – 6 – ზედმეტი ოფლის ღვრის გარეშე კეტავს საკუთარ ზონას.

დემირალი – 61 წუთიდან – 6 – ანალოგიურად, ცივსისხლიანად მოქმედებს და საჭირო დროს ანეტრიალებს მეტოქის ყველა ჩანაფიქრს.

კიელინი – 6.5 – ბევრი ჯაფა არც მას დადგომია, მაგრამ საკმარისია ბურთი მის სიახლოვეს გაჩნდეს, რომ ჯორჯო მომენტალურად საქმეშია და გამარჯვებას ადვილად აღწევს.

დე ლიგტი – 61 წუთიდან – 6 – იდენტური ყურადღებით ეპყრობა ეპიზოდებს, როგორც მისი პარტნიორები.

ალექს სანდრო – 6 – აზღვევს დუგლას კოშტას და საჭიროების შემთხვევაში თავადაც ერთვება შეტევაში.

დე შილიო – 61 წუთიდან – 6 – წინ და უკან როგორც ამას პროტოკოლი მოითხოვდა.

ხედირა – 6.5 – სამი როგორც ყოველთვის ჭკვიანურად მოქმედებს ზონებს შორის და პარტნიორებს შეტევაში მისი სახით დამატებით ვარიანტს უქმნის. ნაყოფიერია ბურთის ართმევაზე და ამ მონაცემებით პარტნიორებიდან საუკეთესო იყო.

ემრე ჯანი 66 წუთიდან – 6 – თავიდან დაბნეული ჩანს, მაგრამ უმატებს და მატჩს მაღალ ნოტაზე ასრულებს.

პიანიჩი – 6 – სუსტად იწყებს.. ზეწოლის ქვეშ, იქმნება შთაბეჭდილება რომ საკუთარ გუნდს პრობლემებს მოუტანს, მაგრამ რაც დრო გადიოდა თავდაჯერებულობა მით უფრო ემატებოდა..

ბენტანკური – 61 წუთიდან – 6.5 – პროდუქტიულად ერთვება შეხვედრაში და გუნდის თამაშს საჭირო ინდივიდუალიზმს აძლევს.

რაბიო – 6.5 – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესოა შუახაზელებს შორის.. სწრაფი მოძრაობა ზონებს შორის, იდეალური პოზიციის შერჩევა და ჭკვიანური ჩანაფიქრები.. მუდამ მზადაა პარტნიორებს დახმარების ხელი გაუწოდოს.. მას ტექნიკაც მშვენიერი აქვს და ფიზიკურადაც კარგად გამოიყურება..

მატუიდი – 66 წუთიდან – 6 – ჩვეული ენერგიით, თუმცა ქაოტურად..

ბერნარდესკი – 6.5 – მწვრთნელის მითითებების ქვეშ მყოფი, რომელიც გუნდზე მუშაობდა.. დიბალაზე საგოლე გადაცემას აკეთებს, ხოლო შემდგეგ მასსზე ჯარიმდებიან და გუნდისთვის 11-იანი მოაქვს.. მოქმედებს ტაქტიკრად და ცდილობს პარტნიორებს კომფორტული სიტუაცია შეუქმნას შეტევაში.

რემზი – 70 წუთიდან – 6.5 – სურვილი და დაუღალავი შრომა.. იგუაინთან გათამაშებული ლამაზი კომბინაცია.. აარონი ბრძოლისთვის მზად არის!

დიბალა – 7 – იბრძვის და ცდილობს დაუმტკიცოს ყველას, რომ იგი იმსახურებს იუვენტუსის მთავარი ფორვარდის სტატუს. იტანს ლამაზ გოლს და ცდილობს პროდუქტიულობას შემოქმედებით ფაზაშიც.

მანჯუკიჩი – 6 – რამდენიმე წუთით ცენტრში, შემდგომ ისევ ფლანგზე.. იჭერს ბურთს და ცდილობს პარტნიორებთან კომბინირებას.

კოშტა – 7 – თუ დუგლასი სწორად არის მოტივირებული, მისი შეჩერება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.. ბურთთან ისე მოქმედებს, როგორც მოესურვება.. მის წინ არის თუ არა ვინმე არ იმჩნევს, უბრალოდ მიიწევს წინ სასურველი შედეგისთვის.. ელეგანტური, ელასტიური და მომაკვდინებელი..

იგუაინი – 65 წუთიდან – 6.5 – ორი მომენტი, რომელიც შესაძლოა გოლით დასრულებულიყო ოდნავ მეტად რომ გამართლებოდა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

12 კომენტარი

  1. ცრუღმერთი says:

    ოოოო კონტე მაგრად იხოდება… სანჩესსაც იფორმებს ინტერი უკვე… სერიოზული კონკურენტი გვეყოლება და თან ისიც დავამატოთ ამ ყველაფერს რომ იუვეს სათამაშო ფილოსოფია შეცვალა… იმედია სკუდეტოს მაინც მოვიგებთ

  2. ანონიმური says:

    ბოლობოლო ვერავის ყიდიან ? :blin:

  3. ანონიმური says:

    Dibalas gayidva iqneba shecdoma.imitom rom man daimsaxura siyvaruli da pativis cema gulshematkivarta shoris.egre del pieroc kapelos dros sul skamze ijda magram yvelam kargad vicit tu ra moxda shemdgom da juve da del piero erti mtliani iyo.dibalas ar vadri mas da jer bevri uklia magram shans rom imsaxurebs es paqtia.

  4. Maradona73 says:

    ჩანი უნდაო ბაიერნს ნეტა წაიყვანდეს.

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      ჩანზე არ ვეთანხმები. მასე იყო შარშან კანსელო ლამის ოქროს ბურთის ლაურეანტად გამოაცხადე მაგრამ 1 წელში გაუშვეს ისევ რადგან ვერ გამოდგა იუვეს დონის და მასე ცდები ჩანზეც )

      • Maradona73 says:

        რავა ხარ ლომო? :c:

        კანსელო, როგორც დიბალა და სხვებს კიდევ აღარ ჩამოვთვლი, ალეგრიმ ვერ/არ გამოიყენა სწორად თავის ვითომ სუპერდაზღვეულ დაცვით ტაქტიჯაში.

        კანსელუს რომ შეტევაში პოტენციალი აქვს ფლანგიდან, ბევრს არ დაესიზმრება.
        მაგრამ ეგრიმ სერიოზულად დააკომპკექსა და ვერ გამოიყენა სწორად. თორემ აბა დაფიქრდი კანსელუ 35 + დანილო (მინიმუმ 20) მაგდენს რამდენ დლანგურ მცველში იხდიან, თუგინდ ლატერალი დავარქვათ.

        ჩანი ცალჯე თემაა და მასზე ინტელექტუალი ფეხბურთელი ნახევარმცველებში მატუიდის გარდა ყველაა.

        უინტელექტო ფეხბურთელების ადგილი იუვეში არაა. ინტელექტუალები და ტრხნარები ქმნიან სხვაობას შეტევაში, სხვათაშორის დაცვაშიც, ზოგადად მოედანზე.

        არ გეწყინოს ბრატ მაგრამ ეგრეა დამიჯერე.

  5. Maradona73 says:

    ხო კბილები კი გამოაჩინა გუშუნ, მაგრამ ეშვები ამოუვუდაცუკვე თი ისევ სარძევე კბილები აქვს მალე გამოჩნდება.

    უნდა გამოვიდეს რონალდუს ჩრდილიდან და ხასიათი გამოიჩინოს.

    მოკლედ თავდასხმაში უნდა ათამაშოს სარიმ, იქ სადაც ყველას სახიფათოა და მისი უნარები უფრო სასარგებლოა.

  6. ცრუღმერთი says:

    ესეიგი დიბო საღოლ რა… რა მაგრად აღნიშნა ნახეთ? მაისურის უკანა მხარეზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული ამ გუნდში 10-იანი მე ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებო…

    ისე სარი რატომ არ იყო გუშინ?

  7. ფიცხელა says:

    კოშტა უდაოდ ძირითადის კაცია. ასევე დანილოც. რემზი რაბიოს სახით დიდი ძალა დაგვემატა

  8. Maradona73 says:

    რაბიო ძალიან კარგი შენაძენია.

    რემზიმაც ტრამვიანობა თუ აღარ გააგრძელა ამ ეტაპზე ცენტრში პრობლემები არ გვექნება.

    მერმის ბეროსი არ იყვეს თუ ერიქსენიც მოიყვანეს უფასოდ იდეალურად დაკომპლექტდება ცენტრი.

    ჩანი არაა იუვეს დონის და არც ეტყობა არაფერი რომ განვითარება შეუძლია.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »