ტუხელი ნეიმარის სავარაუდო წასვლაზე

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ნეიმართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

ნეიმარზე ბევრი კითხვებია, მაგრამ იგი გუნდს იქამდე არ დატოვებს სანამ პსჟ სათანადო შევსებას არ მიიღებს.

ბრაზილიელი უდაოდ მნიშვნელოვანი წევრია და თუ დარჩენა გადაწყვიტა, ფუნდამენტური როლი ექნება. სიტუაცია რთულია, მაგრამ დღეს ან ხვალ ვერ გადაწყდება.

ორი აზრი არაა, თუ ნეიმარი ჩვენთან დარჩება, მისი მახასიათებლები კლუბს საუკეთესო კუთხით წაადგება და ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

დღეისათვის მისი გამოყენება არ შეგვიძლია, რადგან ტრავმის რეციდივის საშიშროება არსებობს და უმჯობესია მოედნის მიღმა დავტოვოთ..”

დღეს, უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მის ერთ-ერთ უმთავრეს შემცვლელად არგენტინელი პაულო დიბალა სახელდება.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ცოტნე წურწუმია says:

    წადი მაინც არფასდები ივეში

  2. ანონიმური says:

    წადი დიბალ წადი შენი დიდა

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »