ვრცელი ინტერვიუ კრიშტიანო რონალდუსთან

საინტერესო ინტერვიუ კრიშტიანო რონალდუსთან:

ხშირად მესმის კითხვა თუ როდის დავასრულებ კარიერას.. შესაძლოა ეს იუვენტუსის შემდეგ მოხდეს, ან 40-41 წლამდე ვითამაშო, ვინ იცის..

ჯერჯერობით ამ ყოველივეზე არ დავფიქრებულვარ, რადგან მშვენიერი დღევანდელი დღე გამაჩნია და აუცილებელია თითოეული წამისგან მიიღო დიდი სიამოვნება.

ფაქტია, არცერთ ფეხბურთელს არ გააჩნია იმდენი რეკორდი რამდენიც მე მაქვს.. შესაბამისად, უკვე შევიყვანე საკუთარი გვარი საფეხბურთო ისტორიაში..

მხოლოდ მე და ლეო მესის გვაქვს 5 ოქროს ბურთი მოგებული. მოწამლული ვარ გამარჯვებით, მაგრამ თუ ამას ვერ მოვახერხებ, სიცოცხლე ნამდვილად არ დასრულდება.

მერწმუნეთ მოტივაცია საკმაო მაქვს, რომ რათა დავისახო როგორც გუნდური ასევე ინდივიდუალური მიზნები!

2018 წელი რთული გამოდგა.. განსაკუთრებით პირადი გარემოებებიდან გამომდინარე..

აუტანელია როდესაც შენს პიროვნებას და მის ღირსებას ეხებიან.. მაგრამ სამართლა იზეიმა და მოვახერხე დამემტკიცებინა, რომ ბრალდება უსაფუძვლო იყო!

გარშემო ყველა ხვდებოდა, რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამ მერწმუნეთ ამ პერიოდის გამოვლა ძალზედ რთული იყო.

იუვენტუსში გადასვლა მარტივი მიზეზით ვარჩიე.. ამ კლუბის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და იგი დიდი სიმპატიებით სარგებლობდა..

წარმატება თან დამყვება, თუმცა ეს არის დიდი შრომის შედეგი.. ამიტომაც ვცდილობ ვაჩვენო შვილს და მის მეგობრებს, რომ იოლად არაფერი მოდის..

ეს სახლი, ავტომობილი, ფული.. ხალხი ფიქრობს თითქოს ეს ციდა ცვივა, მაგრამ ყველაფრის უკან მუხლჩაუხრელი შრომა დევს! მხოლოდ ნიჭით საქმეს ვერ შეასრულებ.. საჭიროა ყოველდღიური მუშაობა!

არ მჭირდება ფეხბურთი ფულისთვის.. ჩემნთვის მნიშვნელოვანი პროექტი.. ისეთი როგორი განსაკუთრებულიც ეს იუვენტუსს გააჩნია..

ფულით ვერ შეძლებ ყველაფრის მოგებას.. შეხედეთ ბარსელონას, პსჟ-ს და ბაიერნს.. რამდენი ხანია მათ არაფერი მოუგიათ.

ყველას უნდა რომ ლიგა მოვიგოთ.. უმჯობესია პროცესი საკუთარი სვლით წარიმართოს.. ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხი პრობლემებს ქმნის.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვაგებდით, ოთახში ვიკეტებოდი და მეორე დღემდე არ გამოვდიოდი..

წლების მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ფეხბურთი ყველაფერი არ არის.. დიახ, სერიოზულად უნდა მიუდგე, მაგრამ გარკვეულ პროცესებზე ასეთი რეაქცია სწორი არ არის.

ჟორჟინას არაფერი ესმის ფეხბურთის შესახებ და ეს ფაქტი მაბედნიერებს.. მთავარია, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით არის და მხარს მიჭერს! თუნდაც, როდესაც იუვეში გადასვლაზე ვფიქრობდი.

დღევანდელ საფეხბურთო ეპოქაში, ფასები კარდინალურად არის შეცვლილი.. ყველანი 100 მილიონზე ნაკლებად აღარ ფასობენ.. ჟოაო ფელიქსი გამონაკლისია.

მეორეს მხრივ, შეხედეთ მცველებს, რომელთა ფასი ახლა 75 მილიონს აღწევს.. ამ ფაქტის გათვალისწნებით, ჩემი ღირებულება ალბათ 3-4 ჯერ მაღალი უნდა იყოს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ხო გაუშვით მიდი პიანიჩიც,დიბალაც და ვისაც ფასი აქვს…ხო რჩებიან ხედირა დეშილიოები
    პიანიჩიო ბიჯო ეს რა ხალხია

  2. Beso_nakasha says:

    წინა წლებში ფეხბურთელები გვეტრამვებოდა წელს კი მწვრთნელის ავადმყოფობის დავიწყეთ ეს რა ჭირი გვჭირს რა

  3. ანონიმური says:

    ემრეს და რაკიტიჩს ცვლიან ერთმანეთშიო და ეგ ვერ გავიგე რა პონტია???25 წლის 31 წლის იგროკში რა გაცვლაა???……

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »