რაბიო სარიზე, რონალდუზე და ტურინზე

ადრიენ რაბიო პარმასთან მატჩს მოუთმენლად ელის:

პროდუქტიული წინასასეზონო შეკრება გვქონდა, რომლის განმავლობაშიც ფეხბურთელებმა დიდი შრომა გავწიეთ, მთავარი მწვრთნელის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მოუთმენლად ველი ჩემი ახალი თავგადასავლის დაწყებას.. ვიცით, რომ პარმასთან მძიმე დაპირისპირება გველის, მაგრამ ვფიქრობ მზად ვართ სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასაწყებად.

ბუნებრივია ჩვენ თითოეულ ტურნირზე ვართ კონცენტრირებულნი, მაგრამ ჯერ პარმა და შემდეგ სხვა მიზნები.. აუცილებელია თითოეულ მატჩს მაქსიმალური ყურადღებით მივუდგეთ.. წარმატებას სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწევთ.

ტურინი როგორც ქალაქი პარიზისგან მნიშნელოვნად განსხვავებულია, მაგრამ ჩემი ოჯახი აქ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ესა სპექტი კი ყველაზე მნიშვნელოვანი..

კრიშტიანო რონალდუ განსაკუთრებული პროფესიონალია და მის წინააღმდეგ თამაშისას ბევრს სწავლობ.. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ საწვრთნელი პროცესის დროს ხდება.. სხვა მხრივ ჩვენ ორივენი მარცხელა ფლანგზე ვმოქმედებთ და უნდა ითქვას, საკმაოდ ნაყოფიერადაც.

მაურისიო სარი კარგი სპეციალისტი და ბრწყინვალე პიროვნებაა.. ფეხბურთელები მის მიმართ მომენტალურად დადებითი ემოციებით განვეწყვეთ.. პირადად ჩემს ადაპტაციაში და პროგრესირებაში სათამაშო მოდულთან, მისი წვლილი საოცრად დიდია.

ფრენკ რიბერის იტალიაში გადმოსვლა ძალიან გამიხარდა.. დარწმუნებული ვარ ფლორენციელი ტიფოზერია მას მალევე შეიყვარებს, რადგან ფრენკი უნიკალური მოთამაშეა.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ნეიმარი უახლოვდება იუვეს
    აშკარად კარგის ნიშანია
    ლიგა გვიახლოვდება
    18 წელია ვბალეშიკობ
    ვაიმე
    ვუიმე
    ტიტუუუ
    ცხოვრება შავ-თეთრია.
    ფორცა ჯუვე.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »