ვინ რამდენს გამოიმუშავებს სპონსორებისგან?

დღეს, სერია ა დაიწყება და საინტერესოა გადავხედოთ ვინ რამდენს გამოიმუშავებს საკუთარი სპონსორებისგან:

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, კალჩოში ამ მხრივ პირველ პოზიციაზე არც მეტი არც ნაკლები სასუოლოა..

თუმცა, მივყვეთ ქვემოდან ზემოთ:

20. ლაციო – 0 ევრო (გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ლეგა კალჩომ საბუკმეიკერო ორგანიზაციასთან შეთანხმება დაბლოკა, რომაელებმა ამის გამო 7 მილიონი ევრო დაკარგეს, რადგან Marathonbet-ი სწორედ ამ ციფრს იხდიდა, თუ ლოტიტო საკუთარი კლუბის მაისურზე მათ სახელწოდებას გამოაჩენდა.

19. სამპდორია – 500 000 (სამპას არ ჰყავს გენერალური სპონსორი და ამიტომაც Invent-ისგან და Ibsa-სგან ჯამში 500 000 ევროს იღებს.

17-18 – ჯენოა და სპალი – 700 000

16. ვერონა – 1 მილიონი – Sinergy, Air Dolomiti, Sartori და Trivellato-სგან ჯამში მილიონს გამოიმუშავებენ.

15. ლეჩე – 1.5 მილიონი

14. პარმა – 1.8 მილიონი – Sinergy, Air Dolomiti, Sartori და Trivellato. გასულ სეზონთან შედარებით თანხა 500 000-ით გაიზარდა და ახლა ისინი რანგით მეორე სპონსორს ეძებენ.

13. ბრეშა – 2 მილიონი – Ubi Banca და Omr-ისგან. საგულისხმოა მეორე სპონსორი გახლავთ მარკო ბონომენტოს საკუთრებაში მყოფი კომპანია, რომელმაც 2014 წელს კლუბი გაკოტრებისგან იხსნა.

12 ბოლონია – 2.2 – Liu Jo, Illumia და Lavoropiù – მათი მიზანია, რომ მაისურის წინა მხარეს არ იყოს განთავსებული მეორე სპონსორი. მთავარი პოზიციის ღირებულება კი ახლა 1.8 მილიონს შეადგენს.

11. უდინეზე – 2.5 მილიონი – Dacia, Vortice და Bluenergy. თანხა წინა სეზონის მსგავსია.

10. კალიარი – 4 მილიონი – Regione Sardegna, Ichnusa, Nieddittas და Arborea. უნდა აღნიშნოს, რომ ბოლო ხანებში სწორმა მარკეტინგულმა სვლებმა, კლუბის კომერციულ დეპარტამენტს თანხების გაზრდა მოუტანა.

9-8 ატალანტა – 5 მილიონი – Radici, UPower, Gewiss და Automha. გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით, ბუნებრივია საკონტრაქტო ხელშეკრულებაზეც იქონია ზეგავლენა და ციფრები მომენტალურად 1.5 მილიონით გაიზარდა.

9-8 – ტორინო – 5 მილიონი – Suzuki, Beretta, EdiliziAcrobatica და N.38.

7. ფიორენტინა – 6.5 მილიონი – Mediacom, Prima.it და Estra. მას შემდეგ რაც კლუბში როკო კომისო მოვიდა, ბუნებრივია მან კომერციული დეპარტამენტის გააქტიურება გამოიწვია და მაისურზე გაჩნდება წარწერა Mediacom რომელიც ასევე კომისოს ეკუთვნის.

6. ნაპოლი – 9 მილიონი – Lete, MSC Crociere და Kimbo. თანხები გასულ სეზონთან შედარებით უცვლელია.

5. ინტერი – 10.5 მილიონი – კომპანია Pirelli-ს სრული ექსკლუზივი აქვს 2021 წლამდე აღებული და შესაბამისად ნერიაძურის მაისურზე სხვა ბრენდი არ გამოჩენილა.

4-3. მილანი – 14 მილიონი – Fly Emirates.. კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვალისწინებული, რომელიც ჯერ კიდევ ბარბარა ბერლუსკონის მხრიდან იყო გაფორმებული.

4-3. რომა – 14 მილიონი – Qatar Airways და Hyundai.

2. იუვენტუსი – 17 მილიონი – ბიანკონერი მთავარი სპონსორი ჯიპისგან ფიქსირებულ 17 მილიონს ღებულობს.. ბონუსის სახით სკუდეტოზე 1 მილიონს, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის 1 მილიონს და 1/4 ფინალში გასვლაზე ასევე 1 მილიონს. ახლა მიმდინარეობს საუბარი ანალოგიურ პირობებზე ადიდასთანაც, რადგან გერმანელებთან კონტრაქტი ფინანსური თვალსაზრისით გადახედვას მოითხოვს. მაისურის უკანა მხარეს აღარ იქნება Cygames-ი რომელიც კონამის სამყაროს წარმომადგენელია, ხოლო იაპონელებმა ექსკლუზივი მოიპოვეს ტურინელებისგან, რომელიც 5 მილიონი დაუჯდათ. იუვე არცერთ სხვა ვიდეო თამაში არ იქნება წარმოდგენილი, გარდა PES-ის მაგრამ სანაცვლოდ ზურგზე თავისუფალი ადგილი გაჩნდა, რომლის გაყიდვასაც ეცდებიან.

1. სასუოლო – 18 მილიონი – Mapei-ს მფლობელი სასუოლოს მთავარი პირია.. შესაბამისად კლუბს მაისურზე აქვს ლოგო და თავად სტადიონსაც იგივე სახელწოდება გააჩნია.. ამის სანაცვლოდ კი 18 მილიონს აბანდებს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

7 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ხალხო პეს-ის პატჩები სად შეიძლება ვიშოვო ან თუნდაც ვიყიდო?)

  2. Maradona73 says:

    ლივერპულმა 500,000 ფუნტი დაუნიშნა კვირაში ხელფასი ვანდეიკს, მაგრა აიწია სახელფასო მაზანდა თვითონ გაბერილ საყრანსფერო ფასებზე ხო აღარც ღირს ლაპარაკი.

  3. AnonyMous AnonyMous says:

    როდის გამოდის პეს2020?

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »