პარატიჩი:”დიბალა სკამზე?”

იუვენტუსის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი პარმასთან მატჩის წინ ჟურნალისტებს შეხვდა და სატრანსფერო თემებზე ესაუბრა:

“დღევანდელ დღეს იუვენტუსის შემადგენლობის მეტად გაძლიერება, ურთულესი მისიაა.. ჩვენ ყველამ ერთად საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო გავწიეთ..

მაურო იკარდი? პირდაპირ გეტყვით, რომ შემადგენლობაში დღეისათვის საკმაოდ მაღალი დონის ფორვარდები გვყავს და ციფრებს, რომ შეხედოთ რაც მათ იუვეს მაისურით აქვთ გატანილი, მერწმუნეთ შთამბეჭდავ შედეგს მიიღებთ..

მეტს ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით.. ბედნიერები ვართ, რომ გონსალო იგუაინიც დაგვიბრუნდა.. არგენტინელი უმაღლესი დონის შემსრულებელია და მიმდინარე სეზონში დიდ დახმარებას გაგვიწევს.

ჟოაო კანსელუ? არიან კლუბები რომლებიც კონკრეტულ მოთამაშეებს შესაფერისი წინადადებით მიმართავენ.. ეს იყო შესაძლებლობა, როდესაც უარი არცერთ მხარეს არ უთქვამს..

ჩვენის მხრივ დანილოს უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით.. ჯერ კიდევ პორტოდან და უბრალოდ სწორ დროს ველოდებოდით, თუ როდის მოვახერხებდით მის გაფორმებას.

პაულო დიბალას სკამზე დარჩენა არაფერს არ ნიშნავს.. იგი ჩვენი 10 ნომერია და ამით ყველაფერი ნათქვამია.. მაურისიო სარის განკარგულებაში ტოპ დონის ფეხბურთელები არიან და იგი ეტაპობრივად დაეხმარება ფეხბურთელებს, რომ მათ მის სათამაშო სქემასთან ადაპტაცია გაიარონ.. ასე იყო კონტეს და ალეგრის დროსაც..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ამ პეტრუშკებს ძაანაც უნდოდათ გონსალოს გაგდება და დიბალასი მაგრამ არ აღიარებენ სასაცილოა უბრალოდ რეებს ბაზრობს იმის მაგივრად რო აღიარონ რო მათი გაყიდვა არ გამოუვიდათ და ძალიანაც კარგად.

  2. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ძაან მაგრად ცხელოდა შესვენებებიც ამიტო ქონდათ.იმაზე მაგრად ითამაშეს ვიდრე ველოდი

  3. ანონიმური says:

    pirveli matchis kvalobaze tan mwvrtnelis gareshe mshvenieri iyo mitumetes ronaldos ar umartlebda ashkarad erti is iyo ro bolosken gadaglilebi momechvena da koncentracia ar momewona… me kmayofili var… :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »