მარტუშიელო საკუთარი გუნდის ასპარეზობაზე

მაურისიო სარი ამ შეხვედრას პნემოვნიის გამო ტოვებდა და მის ნაცვლად სამწვრთნელო სკამზე მისი თანაშემწე ჯოვანი მარტუშიელო იმყოფებოდა:

პირველი ტაიმი ჩვენი სრული კარნახით წარიმართა და შეგირდების ასპარეზობით კმაყოფილი დავრჩი.. მათი განწყობა იყო პროფესიონალური, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო..

მეორე ნახევარში კლიმატურმა პირობებმა საკუთარო როლი ითამაშა, მითუმეტეს ახლა როდესაც სეზონი ახალი დაწყებულია და შორს ვართ იდეალური კონდიციებისგან.

ყველაფერთან ერთად ნუ დაგვავიწყდება, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერი კლუბი გვყავდა, რომელიც საკუთარი ქომაგის წინაშე მაღლა აწეულ პრესინგს გვეთამაშებოდა და განსაკუთრებით პირველ 45 წუთში, ჩვენ შევძელით მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე ამ წნეხისგან თავის დაღწევა.

მაურისიო სარი მოპოვებული სამი ქულით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ როგორც ჩვევია გარკვეულ ასპექტებზე ძალიან ცხარობდა.. ფაქტია, მეორე ნახევარში უამრავი შეცდომა დავუშვით და ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომა მოგვიწევს.. უკეთ უნდა ვგრძნობდეთ ტემპს და ერთმანეთს, რითაც გაცილებით მსუბუქად და მრავალფეროვნად ვიმოქმედებთ..

შემადგენლობაში შეკრებილნი არიან მსოფლიო დონის პროფესიონალები.. ასაკს არა აქვს მნიშვნელობა, რადგან მათ იციან თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას.. დღეს, მოედანზე შედარებით გამოცდილი გუნდი იყო, რადგან სეზონი გრძელია და ასპარეზობა ყველას მოუწევს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. შურა ბალაგანოვი says:

    მე ჯერ კიდევ იმას ვერ შევეგუე რო სარის გუნდი ქვია იუვეს და ახლა მარტუშიელოსი გახდა. :lool: :lool:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »