იტალიური მედია:”მილანი საქმეში დაბრუნდა”

მოულოდნელი ცნობები ვრცელდება იტალიურ მედიაში:

მილანმა განაახლა მოლაპარაკებები მერიჰ დემირალის თაობაზე და თუ მხარეებმა მოახერხეს შეთანხმების მიღწევა, მაშინ დანიელე რუგანი ტურინში დარჩება.

გამომდინარე იქიდან, რომ რომასთან იუვენტუსის მესვეურები ვერ ახერხებენ საერთო ენის გამონახვას, რომელიც სატრანსფერო თანხაში გამოიხატება, ბიანკონერის აიძულებს სხვა ვარიანტები განიხილოს..

ფაბიო პარატიჩის დანიელეს სანაცვლოდ 25 მილიონის მიღება სურს, მაშინ როდესაც დედაქალაქელები 20 მილიონს თავაზობენ.. თავად ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე კარგა ხანია რაც შეთანხმებულია – 5 წელი და სეზონში 3 მილიონი.

რაც შეეხება დემირალს.. მილანი უკვე დიდი ხანია მისით ინტერესდება და ჯერ კიდევ ივლისში გააკეთა შეთავაზება, მაგრამ ფაბიომ უარი განაცხადა..

ახლა სიტუაცია შეცვლილია, რადგან 5 ცენტრალური მცველიდან ერთი უნდა გაასხვისონ და რადგან რუგანი არავის უნდა, კლუბმა შესაძლოა დემირალი “მსხვერპლად” გაიღოს..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

10 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    არაააააააააააააააააააააა, დემირალის გაშვება დიდი შეცდომა იქნებაააა!!!! ანიელი, არ გამოლევდეეეეეეეეე

  2. ანონიმური says:

    დემირალი რატო უნდა გაყიდო საღად მოაზროვნე გუნდმა?

  3. ანონიმური says:

    კარგია ინტერი რო იხოდება,ცოტა აზრი მიეცემა კალჩოს თორე უკვე მოსაწყენი გახდა უკონკურენტო ჩემპიონატი…
    მართალია ლეჩე საზომად არ გამოდგება მარა უკვე იგრძნობა კონტეს ხელი მერდებში
    P.S ასამოა მაინც კაი როჟაა მიუხედევად იმისა რო მანდ გადავიდა

  4. ანონიმური says:

    იკარდის დადებენ მგონი ბოლო დღეებში
    მანჯუკიჩი წავა

  5. ანონიმური says:

    კიელინი ბონუჩი უკვე ასაკში არიან იუვეს მომავალი დაცვა დელიგთი და დემირალია

    მილანმა ჯობია რომ ჯერ ნორმალური მწვრთნელი იშოვოს და მერე მწვრთნელთან შეთანხმებით იყიდონ ფეხბურთელები და ჰაერში არ ყარონ მილიონები როგორც ახლა აკეთებენ
    ატლეტიკო კორეას ტენის მილანს 45 მილიონად და მალდინი გახარებულია
    სასაცილო ის არის რომ კიდევ მილანი ეხვეწებოდა

    შარშანდელი სასულო სადაც დემირალი თამაშობდა კი იყო ახლანდელი მილანის დონის

  6. ანონიმური says:

    ჭორია
    ჯერ ერთი რომ არ გაყიდიან და მეორეც თვითონ არ წავა
    თქვა ამ კაცმა რომ რაც შეიძლება დიდხანს მინდა დავრჩე იუვეშიო
    თუ მცველის გაშვება უნდათ ისევ რუგანის გაუშვებენ რომაში

  7. ანონიმური says:

    ლეჩესთან მოგება არაფერს ნიშნავს ცხადია,მაგრამ უნდა ითქვას გუნდს აშკარად ეტყობა კონტეს ხელი,ლუკაკუ მხეცია ის ბევრ გოლს შეაგდებს დარწმუნებული ვარ,აბა ვნახოთ სარის კონტესთან ჭიდილი როგორი იქნება ისიც ცხადია კონტე წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ასევე არ დაგვავიწყდეს ნაპოლი ეს ორი გუნდი იუვეს წელს სისხლს გაუშრობს ასე ვფიქრობ ყველა შემთხვევაში ძალიან საინტერესო ჩემპონატი იქნება ფაქტია ამის მწამს და მჯერა

  8. ანონიმური says:

    es konte wels sisxls gaushrobs yvelas )))

  9. ანონიმური says:

    ერთადერთია მგონი რომ ამის წასვლა არმინდა მგელია ეგ ტიპი ძაან მაგარია ფინანსური ბალანსის გამო თუ კეთდება ტეხავს მაგრად და საწყენია :roll: :no

  10. ანონიმური says:

    კალდარა მეორდება ვითომ?იყიდე გაყიდე
    გაალოანეთ მაშინ ერთი წელი,გაყიდვაზე არც იფიქროთ!
    ამას წინათ ვისურვე ეს სცენარი…უნდა ითამაშოს რა ამ ბიჭმა ცოდოა სკამზე

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »