მარტუშელოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ ჯოვანი მარტუშელოს წინასამატჩო პრესკონფერენციას:

მაურისიო სარი თავს უკეთ გრძნობს. იგი თითოეულ საწვრთნელ სესიას აკვირდებოდა, თუმცა აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფზე რა უნდა ითქვას.. იოლი მეტოქე ამ სტადიაზე არ არსებობს და ჩვენი ვალდებულება იქნება, შეხვედრებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.

თუმცა, კონცენტრირება ახლა ნაპოლიზე გვაქვს გაკეთებული.. საწვრთნელი სესია ინტენსიურად ვითარდებოდა და ვფიქრობ, ბიჭები კარგად არიან მომზადებულები. საინტერესო იქნება, მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო შეხვედრაში მოთამაშეების რეაგირება შექმნილ პროცესებზე.

გონსალო იგუაინმა თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა.. არგენტინელი უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელმაც პროდუქტიულად იმოქმედა პირველ შეხვედრაში.. იგი კარგია როგორც მეტოქის საჯარიმოში, ასევე სხვადასხვა ტაქტიკურ მანევრირებებშიც..

ნაპოლისთან დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია, მითუმეტეს ახლა როდესაც სარი ტურინში იმყოფება.. მაურისიო მოტივირებულია და სურს, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი საუკეთესოდ წარმოჩინდეს.

დანიელე რუგანი და პაულო დიბალა? არგენტინელი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ბრწყინვალე პიროვნებაა.. მესმის, რომ ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ უყვარ, მაგრამ არის წესები რომლებსაც ყველანი უნდა დავემორჩილოთ..

პაულოს ვესაუბრე და მიხარია, რომ ასეთ ბრწყინვალე ბიჭს ვიცნობ და მუშაობის საშუალება მაქვს. სხვა მხრივ, ყველანი ვხვდებით, რომ ახლა გუნდში სწორი ბალანსია საპოვნელი..

შემადგენლობაში 27 უმაღლესი დონის მოთამაშე გვყავს და აქედან, მხოლოდ 11 შეგვიძლია სასტარტოში გავამწესოთ.. სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და კლუბს საკუთარი მიზნები აქვს განსახორციელებელი.. სამწვრთნელო შტაბის საქმე კი არსებულ მოთამაშეებთან ნაყოფიერი მუშაობით შემოიფარგლება.

მიზანი? იუვენტუსი მოედანზე გამარჯვებისთვის გადის.. აუცილებელია ყოველ მომდევნო შეხვედრაზე გაკეთდეს კონცენტრირება.. წინ 50 შეხვედრამდე მოგვიწევს და აუცილებელია მაღალი ტონუსი და სწორი მიდგომა, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტია”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ვააა კიელინის გაუცდება 5-6 თვეო ეს იმას ნიშნავს დაცვაში მოხდება კორექტირება რუგანი მილიონ პროცენტიანი რჩება და ალბათ მართლაც ლიგის განაცხადშიც შევა…….წელს იუვე ბონუჩი-დელიხტი-დემირელი-რუგანის იმედზე იქნება სერიოზული ამბავია ნაღდად ახალგაზრდებს დიდი გამოცდა ელით აბა ვნახოთ დელიხტი ვინაა და რას წარმოადგენს

  2. ანონიმური says:

    Kielom miigo useriozulesi tramva varjishze is daaxloebit 6 tve iukmebs es imas nishnavs rugani rcheba metic kielo ligis ganacxadshic arikneba da ikneba rugani axalgazrdebs miecat shansi dziritadshi bonuchi delixti gadackvetilia aba vnaxot ras izams axalgazrda sastavi dzalian samcuxaroa kielos ambavi

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »