ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

გთავაზობთ ტურინელთა საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას ნაპოლის წინააღმდეგ, რომელიც დღეს საღამოს თბილისის დროით 22:45-ზე გაიმართება:

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.. ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნების შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ სიტუაცია ოდნავ მაინც შეიცვლებოდა, თუმცა ჯიჯის უმეტესტილად მეორე რანგის მატჩებში თუ ვიხილავთ.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე მატია დე შილიო იქნება, რომელმაც ტუტოსპორტისგან წინა შეხვედრაში კარგი შეფასება დაიმსახურა.

დაცვის ცენტრალურ ზონაში ცვლილებებია მოსალოდნელი. როგორც მოგეხსენებათ ჯორჯო კიელინიმ მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის უდიდეს ნაწილს გამოტოვებს. დიდი ალბათობით მას ჰოლანდიელი მატაის დე ლიგტი შეცვლის, რომელიც ლეონარდო ბონუჩის მხარდამხარ იასპარეზებს.

მარცხენა ფლანგზე ჩვეულად ალექს სანდროს ვიხილავთ.

შუახაზი წესით და რიგით უცვლელი დარჩება.. სამი ხედირა, ბლეზ მატუიდი და მირალემ პიანიჩი მაქსიმალურად ეცდებიან ბურთზე კონტროლის დაწესებას და ცენტრალურ ზონაში გაბატონებას.

თავდასხმის ზონაზეც იდენტური პროგნოზი გაკეთდა.. გონსალო იგუაინი პარმასთან შეხვედრაში ბევრმა შეაქო.. პირველ რიგში მისმა სწორმა მოქმედებებმა კრიშტიანო რონალდუსთან ერთად.. ამ ორ მოთამაშეს კი დუგლას კოშტა დაეხმარება, რომლის ტრავმა უმნიშვნელო გამოდგა და ბრაზილიელი მატჩს პირველსავე წუთებიდან დაიწყებს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ბებერი ქალბატონო კი არა ახალგაზრდებით უნდა დაკომპლექტდრს გუნდი,, აიაქსში ვინ იყო გამოცდილი მაგრამ გადაუარეს მთელ ევროპას .. ტოტემჰემს უბრალოდ ზედმეტად ძაან გაუმართლა ეგაა და ეგ

  2. ანონიმური says:

    ფიორეც საკაიფოდ იხოდება,თაის ტოლებში გააtrackებენ,მილანზე მაღლა კი უნდა დაასრულონ ცხრილში

  3. A.DP A.DP says:

    დეშელიო, ხედირა და იგუანი. ☹️☹️☹️

  4. ანონიმური says:

    დეშილიო ნახე ვერ გაირტყა ძირითადი მაგ °|°მ

  5. ანონიმური says:

    ეს ხედირა მატუდი ხო ვერ მოიშორეს ტიპებმა ))) ხედირაზე ყველა მწვრთვნელი ამბობს რო თამაშსს კარგად კითხულობს მაგრამ სტაბილურობა ? )) ვის რად უნდა გუნდში ფეხბურთელი რომელიც არასტაბილურია ) და ბევრ თამაშში საერთოდ დასეირნობს მოედანზე )))) მატუიდის ვერ დააბრალებ სეირნობას :D:D: ყველგან დარბის :D ოღონდ ეგ არ არის სარის სტილის ფეხბურთელი ) ნუ ეხლა ის მომენტია რო რაბიო არაა ფორმაში რემზის ისევ ტრავმა აქ )) გუნდის ვერ მოიხოდა და შედეგზე მიდის თამაში ) შესაბამისად სარი მაქსიმალურად ცრდილობს შედეგი დადოს და შეთამაშებული ხალხი გამოყავს ცენტრში )) შედეგი თუ არ დაიდება აშკარად ყურს აუწევს ანიელი :D:D: ))) კონტემ რო სკუდეტო დადოს წელს ეგ კატასტროფა იქნება პირველ რიგში ანიელისთვის ))) არამგონია კონტეს პანჩური უნდოდეს ანიელის :D:D: )))

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »