პარატიჩი:”დიბალა რჩება”

ნაპოლისთან მატჩის წინ ჟურნალისტებს ტრადიციულად გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გაესაუბრა:

იუვენტუსი სხვადასხვა თავკაცების ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ნაყოფიერად ირჯებოდა.. იმედი მაქვს მაურისიო სარი მათ გზას გააგრძელებს.

დამწუხრებულები ვართ ჯორჯო კიელინის ტრავმით, რომელიც არამარტო ბრწყინვალე ფეხბურთელია, არამედ შესანიშნავი პიროვნებაც არის. თუმცა, საბედნიეროდ გუნდში არაერთი მაღალი დონის მცველი გვყავს, რომლებიც მას სათანადო დონეზე შეცვლიან.

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რთულია რაიმე სახის პროგნოზი გააკეთო. შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს, მაგრამ თუ არავინ წავა მზად ვართ აღნიშნული შემადგენლობით ვიასპარეზოთ.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პაულო დიბალა კლუბში დარჩება.. ტურინში არაჩვეულებრივი ატმოსფეროა და სწორედ ამიტომ მოწონთ მოთამაშეებს აქ ყოფნა.. ისინიც კი ვინც მიდიან, მალევე უნდათ უკან დაბრუნება.. ასე იყო ჯანლუიჯი ბუფონის და ლეონარდო ბონუჩის შემთხვევაშიც.

არ დაგვავიწყდეს, რომ იუვენტუსი სერია ა-ს სათავეში უკვე 3000 დღეა იმყოფება! სწორედ ეს ფეხბურთელები აღწევენ წარმატებას, რომლებიც დაგეგმილზე ადრე მოდიან და დაგეგმილზე გვიან ტოვებენ საწვრთნელ სესიას”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    დიბალას არ ენდობით თქვე ს……ბო თორე უფრო უკეთესადაც ითამაშებდა!

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »