CalcioNews – იკარდი, ტაისონი, ლორენტე, მხითარიანი, დარმიანი

გადავხედოთ იტალიური კლუბების ბოლო სატრანსფერო სვლებს, რომლებსაც კლუბები მილანში მდებარე სასტუმრო შერატონში ახორციელებენ. როგორც მოგეხსენებათ ფანჯარა თბილისის დროით 0:00-ზე დაიხურება:

სხვადასხვა წყარო აქტიურად იუწყება, რომ მაურო იკარდი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. კონკრეტული ფორმულა ჯერჯერობით არ ქვეყნდება, რის სანაცვლოდაც არგენტინელი პარიზელებს შეუერთდება.

ფერნანდო ლორენტე კარიერას ნაპოლის რიგებში გააგრძელებს. ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ხელი კონტრაქტსაც მოაწერა.

მილანს დონეცკის შახტარის რიგებში მყოფი ტაისონის დამატება სურდა, მაგრამ უკრაინელებმა ის 35 მილიონად შეაფასეს, რაც იტალიელებს ეძვირათ.

რომამ არსენალიდან ჰენრიკ მხითარიანი დაიმატა, რომელიც უკვე რომში იმყოფება.

პარმამ მანჩესტერ იუნაიტედის მცველი მატეო დარმიანი არენდით აიყვანა.

რომამ მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი კალინიჩი არენდით აიყვანა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    სერიოზული სკამი გამოგვდის თუ არავინ გაასხვისეს რამოდენიმე საათში,მაგრამ ერთი შემტევი და ერთი ნახევარმცველი მოსაშორებელია

  2. ანონიმური says:

    რომა კარგი გუნდი დადგება :) რომას იმაზე მეტ პატივს ვცემ ვიდრე ერთად აღებულ სხვა დანარჩენებს

  3. გრანდე რომა says:

    სერია ა ნახეეე რააა იმენა დედის მსერავი ჩემპიონატი გველოდება ხითარიანი სასწაულად გააზლიერებს რომას

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »