მარკიზიო კიელინიზე, დიბალაზე და მიმდინარე სეზონზე

კლაუდიო მარკიზიოს ტურინელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ:

ჯორჯო კიელინი ძლიერი პიროვნებაა! დარწმულებული ვარ იგი უფრო ძლიერი დაბრუნდება, რადგანა საუბარი მართლაც განსაკუთრებულ ადამიანზე გვაქვს.

ბევრს მეკითხებიან პოზიტიურ და ნეგატიურ მომენტებზე, თუმცა ტურინში გატარებული თითოეული წამი ლამაზია.. არ შეიძლება რაიმე ნეგატივზე ფიქრობდე, როდესაც უკან იხედები და იხსენებ უამრავ შთამბეჭდავ კადრს.

ვუყურე ორივე მატჩს და განსხვავებული ქმედებები დავინახე.. ეს არის საინტერესო, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ პერიოდს მოითხოვს, რომ მწვრთნელის მითითებები ფეხბურთელემა ზედმიწევნით სწორად შეასრულონ.

ორი აზრი არაა, რომ მაურისიო სარის ფილოსოფია იუვენტუსისთვის სიახლეა, მაგრამ გუნდში ისეთი დონის პროფესიონალები ირიცხებიან, რომლებიც ყველანაირ სირთულეს გადალახავენ. ეს ასე რომ არ იყოს ნაპოლის ვერ დაამარცხებდნენ.

იუვენტინო რომლისგანაც სუპერ სეზონს ველოდები? პაულო დიბალა არის ფეხბურთელი, რომლისგანაც ყოველთვის განსაკუთრებულს უნდა ველოდოთ, რადგან მას უდიდესი ნიჭი და შესაძლებლობები გააჩნია.

8 ნომრიანი მაისური აარონ რემზისთვის? ყოველთვის ვერიდებოდი მემკვიდრის თემაზე საუბარს.. 8 ბრწყინვალე ციფრია, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთელს გადაცეს. მოდით დავტკბეთ უელსელის ასპარეზობით”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ბაზარი არ არის, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ცოტა გადამეტებულად მიმაჩნია ამის დიდი ლეგენდობა რაა) არ ყოფილა ისეთი ფეხბურთელი, რო მემკვიდრეობაზე ილაპარაკოს))

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »