ერიქსენი:”ლონდონის დატოვება მსურდა”

ინგლისურ მედიასთან საუბრისას კრისტიან ერიქსენმა დაადასტურა ცნობები, რომ კლუბის დატოვება სურდა:

არ მსურს რაიმე დავმალო და პირდაპირ გეტყვით, რომ ზაფხულში ტოტენჰემის დატოვება გადაწყვეტილი მქონდა.

ჩემი აგენტი არაერთ კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა რიგი მიზეზების გამო შეთანხმება ვერცერთ მათგანთან ვერ შედგა.

ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, რომ აქ დავრჩი თუმცა რა იქნება მომავალში არ ვიცი..

ინტერი თუ იუვენტუსი? მაშინ როდესაც შენი კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება, ბუნებრივია არაერთი სიახლე გავრცელდება, თუმცა კონცენტრირებული მხოლოდ ტოტენჰემთან წარმატებულ სეზონზე ვარ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »