ბონუჩი:”ბოდიშის მოხდა? გამორიცხულია”

ლეონარდო ბონუჩის სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან ინციდენტის დროს ბევრს აკრიტიკებდნენ:

“საბოდიშო არაფერია, რადგან ეს სუფთა სათამაშო ეპიზოდი იყო.. ვიცავდი საკუთარ თავს და ნამდვილად არ მიფიქრია, რომ მას ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა მიღებული..

ჩემთვის მთავარია მოედანზე წარმატებას მივაღწიოთ და როდესაც ეროვნული ნაკრების მაისურით 91 შეხვედრას ატარებ, მერწმუნეთ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს..

რობერტო მანჩინიმ ნაკრებს სწორი კურსი მოუტანა და დღეს ჩვენ საკმაოდ დინამიურ ფეხბურთს ვთამაშობთ, რომლისგანაც დიდ სიამოვნებას ვღებულობთ!

კონტრ შეტევები მეტოქის მხრიდან სრულებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ იმ სათამაშო სტილს რომელსაც ახლა ვიყენებთ..

ფინებთან გაშვებული გოლის შემდეგ, სწორი მენტალიტეტის დემონსტრირება მოვახდინეთ, რომელმაც წარმატება მოგვიტანა.

თუ ჩვენ მანჩინის იდეებს სწორად გავუყვებით, მაშინ დღევანდელი აძური შორს წავა”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »