ლა სტამპას შეფასებები

გთავაზობთ ლა სტამპას მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 6.5 – გარკვეული პერიოდი უშეცდომოდ იდგა, მაგრამ მას შემდეგ რაც ანგარიში 1-2 გახდა, თითქოს პარტნიორებს საჭირო მუხტს და თვდაჯერებულობას ვეღარ აძლევდა.

დანილო – 6 – პირველ ტაიმს სუსტად ატარებს, მაგრამ მეორეში უკეთსად გამოიყურება. ისევ იკარგება, მაშინ როდესაც ატლეტიკო წნეხს ზრდის.

ბონუჩი – 7.5 – ხისტი ორთაბრძოლები ბევრი ჰქონდა და თან ისეთი უხეში მეტოქის წინააღმდეგ როგორიც დიეგო კოშტაა.. მაგრამ იტალიელი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს.. თამაშობს კარგ პრესინგს როდესაც მაღლა არის აწეული და ამასთან ერთად ღებულობს მონაწილეობას ატლეტიკოს კარში გატანილ პირველ ბურთში.

დე ლიგტი – 6 – პირველ ნახევარში რომ არა ლეო მას კიდევ უფრო გაუჭირდებოდა. რიგ შემთხვევებში ისე იკარგება, რომ უჭირს ჩახლართული ამოცანების მარტივად ამოხსნა.

ალექს სანდრო – 6.5 – უჭირს მეორე სართულზე, მაგრამ მარცხენა ფლანგს ცოცხალ რეჟიმში ინარჩუნებს და ამ მხრივ გუნდს დიდ დახმარებას უწევს.

ხედირა – 6 – ეხმარება გუნდს და პარტნიორებს.. ავსებს სიცარიელეს, მაგრამ მალევე იღლება, რადგან მეტოქის მოთამაშეებმა იუვეს ნახევარდაცვა პირველ ტაიმში დიდი პრესინგის ქვეშ ამყოფეს.

ბენტანკური – 6.5 – 69 წუთიდან – ენერგიულად ერთვება შეხვედრაში.

პიანიჩი – 6.5 – 100 შეხება შეხვედრაში, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია.. უშვებს მარტივ შეცდომებს დაცვიდან ამოსვლის დროს.. პარტნიორები კი მისი შეცდომების გამო დიდ ენერგიას ხარჯავენ.

მატუიდი – 7.5 – ტექნიკური წუნი გასაგებია, მაგრამ წამით არ ჩერდება და მუდამ მზად არის საბრძოლველად. ბურთს იოლად არავის უთმობს და ვინც მის ზონაში ხვდება, თავის თავზე ცდის ხისტი ფრანგის ქმედებას. იტანს გოლს და ჰქმნის კომფორტულ გარემოს თავისი გუნდისთვის.

კუადრადო – 7 – როგორც კი ანგარიში 1-0 გახდა, კოლუმბიელი სადღაც ქრება.. რისი ბრალია ეს ყოველივე? შესაძლოა ემოციური დაცლის ან ფიზიკური კონდიციების გამო.. სარი შემდეგ სხვა პოზიციაზე ანაცვლებს და იქ სამხრეთ ამერიკელი საერთოდ დაიკარგა.

იგუაინი – 7 – ბევრი ითამაშა პარტნიორებზე, რომ მათ კომფორტული სივრცეები შექმნოდათ. აკეთებს საგოლე გადაცემას კუადრადოზე, მაგრამ კიდევ ერთს მიითვლიდა რონალდუ რომ დაენახა თავისუფალ ზონაში, რითაც თამაში საბოლოოდ გაკეთდებოდა.

დიბალა – 79 წუთიდან – 6.5 – რამდენიმე წუთით ჩნდება მინდორზე, მაგრამ სწორი განწყობით და პროდუქტიულობით ერთვება თამაში. სარი ვალდებულია არგენტინელს მეტი დრო მიცეს.

რონალდუ – 7 – პირველ ნახევარში თუ ვინმეზე ვიტყოდით, რომ სახიფათო იყო მხოლოდ რონალდუა.. მეორე ნახევარში რიგ ეპიზოდებში იმდენად შთამბეჭდავად ირჯება, რომ გოლი ნამდვილად დაიმსახურა.

სარი – 6.5 – ნახევრად სავსე ჭიქა.. პირველ 45 წუთში იუვეს ბევრი პრობლემა შეექმნა, თუმცა გარკვეულწილად სოლიდურობას ინარჩუნებდა. მეორე ნახევარში მეორე გოლამდე მხიარულად ასპარეზობს.. შემდგომ ისევ პრობლემები.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. სვანჩიკა says:

    ფაქტია გუნდს უჭირს აშკარად,ასე ქამბექების ამოქაჩვა ძალიან ცუდია შეიძლება ითქვას უცუდესი ნაპოლისთან და ატლეტიკოსთან,რაც შეეხება სარის მე ვთქვი რომ თუ ალეგრის შეცვლიდნენ უნდა შეეცვალათ ძალიან გამოცდილი და შედეგის მქონე ტრენერით მაგალითად ანჩელოტი-კლოპი-გუარდიოლა აი სარის რაც შეეხება ვერ ვიტყვი რომ ამ ადამიანს არ აქვს ქარიზმა თუმცა ვინც ჩამოვთვალე მაგათთან შედარებით აკლია,მაგრამ მე ვთვლი რომ მას დრო უნდა მიეცეს მე მორატორიუმი მაქ მასზე კრიტიკის პირველი წრის დახურვამდე ანუ ზამთრამდე :))) ვნახოთ ამ დროის განმავლობაში მან მისი ხელი უნდა დაატყოს გუნდს მერე უკვე…….იმედია ეს დრო რასაც სარის ფილოსოფიის მორგება ქვია გუნდზე არ დასრულდება ცუდი შედეგით ვერც სკუდეტო მოვიგოთ და ვერც ლიგაზე ვქნათ რამე (ჯგუფიდანც რომ ვერც გავიდეთ ღმერთმა არ ქნას)მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ამ იუვეს პ.ს. ის რომ მატუიდი ყავს ხედირა ყავს და ამით სარის ჩავარდნების გაპრავება დავიწყოთ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია დღევანდელ იუვეს ნებისმიერი ხაზს ვუსმევ ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია პრაქტიკულად ორი გუნდია მატუიდს და ხედირას თუ დააკვირდებით სარი თვითონ აქებს ამიტომ ეხლა გუნდი არყავს ცოდვაა ესაა უბრალოდ გაპრავება და რუსებმა რომ იციან პლახომუ ტანცორუ და აღარ გავაგრძელებ დაველოდოთ მე იმედს ვიტოვებ ის მიზანს მიაღწევს იუვესთან ერთად რასაც ლიგის მოგება ქვია იმედია

    • ტრიდე says:

      მეგობარო ლეგას დადებს მარა სკუდეტო წელს თუ ვერ მოიგო არ ღირს გაბრაზება ამაზე იუვე უფრო მაგრა ითამაშებს სარი პირველ სეზონშივე იტყვის სათქმელს ისე არც მოვიდოდა

    • ანონიმური says:

      ))))) ancheloti ro maestroa eg gasagebia ))) napolishi iyo ukve samwuxarod alegri ro gaushves )) karlo ro tavisupali yopiliyo uechveli pirveli da artaderti archevani iqneboda anielis )) kristianosac gauswordeboda eg ambavi ))

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »