სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“შემადგენლობას რაც შეეხება, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია..

იტალიაში ისტერია არსებობს ხშირ როტიაციაზე, არადა ინგლისში შესაძლოა 60 მატჩი 14 ფეხბურთელის ამარა ჩაატარო..

ჩემთვის საინტერესოა, რომ თუ რაიმე არ მუშაობს, სწორედ მის აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ.. მითუმეტეს ამ გუნდს ეს ნამდვილად შეუძლია..

გაშვებული ბურთები არის კონცენტრირების დაკარგვის ბრალი.. ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ და მერწმუნეთ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

ატლეტიკოსთან ყველას უჭირს.. მაგრამ მარტო კრიშტიანო რონალდუმ მოახერხა ერთ მატჩში მათი კარისკენ სამჯერ დაერტყა.. ასე რომ ვერ ვიტყვი ამ შეხვედრაზე, რომ იგი ჩაგდებულია..

გუნდს და თავად პორტუგალიელსაც პროგრესი ნამდვილად შეუძლიათ.. ახლა ჩვენ ძლიერი ორგანიზება გვესაჭიროება, რომელიც ტრავმირებულების რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დაბრუნებით მოხერხდება.

პაულო დიბალაზე რომ მეფიქრა თითქოს ფორმაში არ არის, მაშინ ასეთ მნიშვნელოვან დროს მოედანზე არ გავიყვანდი. მართალია ფორმის პიკზე არ არის, მაგრამ ახლავე შეუძლია გუნდის დახმარება.

ფედერიკო ბერნარდესკი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელსაც ახლა უფრო მეტად ცენტრალური ნახევარმცველის როლში მოვიაზრებ. ახლა ის როტაციაში მესაჭიროება.. მერწმუნეთ თითოეული ჩვენთაგანი მას დიდ დახმარებას გაუწევს!”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ჯერ კიდევ ალეგრი უპირებდა ბერნას მეცალობას შარშან, არ ვეთანხმებოდი მაგრამ გასულ სეზონს რაც ვუყურე დავრწმუნდი რომ ვინგერობა არაა მისი საქმე , საჯარიმოსთან მაწსიმუმ რასაც აღწევს კუთხურია.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »