ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტოს აქვეყნებს

ტურინული გამომცემლობა ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს:

სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობს ტუტოსპორტი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ერთ წლიანი პარიზული თავგადასავლის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონს პროგნოზირებს..

რაც შეეხება დაცვის ხაზს.. თავდაპირველად მიდიოდა საუბრები თითქოს მერიჰ დემირალის დებიუტი შედგებოდა, მაგრამ ტუტოსპორტის მოსაზრებით ოთხეული უცვლელი დარჩება..

კერძოდ, მარჯვენა ფლანგზე დე შილიოს ტრავმის ფონზე დანილო იქნება, ხოლო ცენტრში ბონუჩი-დე ლიგტი.. მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო.

ცენტრალურ ზონაშიც იყო მოსაზრება, რომ რემზი ან რაბიო იქნებოდნენ, მაგრამ აქაც უცვლელი სურათი იქნება დიდი ალბათობით..

პიანიჩი დაისვენებს, ხოლო მის ნაცვლად ბენტანურს ვიხილავთ.. პარტნიორობას კი მატუიდი და ხედირა გაუწევენ.

წინა ხაზში კრიშტიანო რონალდუსთან ერთად წესით და რიგით ამჯერად პაულო დიბალა იასპარეზებს.. ორივე მათგანს კი დახმარებას ხუან კუადრადო გაუწევს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. SALVADOR says:

    ბუფონი – დანილო – დემირელი – დე ლიხტი – სანდრო – რაბიო – რემზი – ხედირა – კუადრადო – დიბალა – რონალდო

    ცვლილებაზე: მატუიდი, იგუაინი.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »