ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

ბუფონი – 7 – შეუძლებელი იყო რაიმე ეღონა ველუზოს დარტყმულზე, მაგრამ ფანტასტიურია მატჩის მიწურულს, როდესაც საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

დანილო – 6 – საერთო ჯამში კუადრადოს მარჯვენა ფლანგზე კარგ დახმარებას უწევს.. შეტევაში უშვებდა შეცდომებს, მაგრამ დაცვაში საიმედოდ გაირჯა.

ბონუჩი – 6.5 – არაერთხელ გაუწოდა დემირალს დახმარების ხელი.. ფუნდამენტურია დაცვით მანევრირებებში.. მორიგი კაი ასპარეზობა მეტროპოლიტანოს შემდეგ.

დემირალი – 5 – იყო ეპიზოდები, როდესაც საიმედოდ იმოქმედა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ უხეში შეცდომებიც, რომელიც გუნდს შეიძლება მძიმედ დაჯდომოდა.. თავდაპირველად 11-იანი მოიტანა, ხოლო მეორე ტაიმში ისეთი საჩუქარი მიცა მეტოქის ფორვარდს, რომელიც ბუფონთან ფაქტიურად 1-1 ზე დატოვა, რომ.. სამუშაო ბევრი აქვს.

ალექს სანდრო – 6 – მაინც და მაინც დიდ სირთულეს მარცხენა ფლანგზე ნამდვილად არ დაჯახებია.. მშვიდად და საიმედოდ მოქმედებს.

რემზი – 7 – სულ რამდენიმე შეხება და კუადრადო უკვე დასარტყმელ პოზიციაზე იყო.. მისი ჭკვიანური სვლების შედეგად, ვერონელთა უკანა ხაზი პრობლემებს განიცდიდა.. გოლმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაამშვენა.. უელსელი ფორმაში შედის.

ხედირა – 6 – 61 წუთზე – საოცარ სტატისტიკას განაგრძობს.. მისი მოედანზე ყოფნისას წლევანდელ სეზონში იუვეს გოლი არ გაუშვია.

ბენტანკური – 5.5 – ვერ უმკლავდება წნეხს.. როდესაც მასსზე პრესინგს ახორციელებენ იგი შეცდომებს უშვებს.. ვერ წარმართა იუვენტუსის თამაში.. უბრალოდ ცენტრში იდგა და ზონას ავსებდა.

პიანიჩი – 6 – გამოვიდა ურუგვაელის ნაცვლად მეორე ტაიმში და ზედმიწევნით შეასრულა მთავარი მწვრთნელის მითითებები, რომელიც ანგარიშის შენარჩუნებისთვის იყო გამიზნული.

მატუიდი – 6.5 – ჩვეული, დაუღალავი მატუიდი რომელიც ალექს სანდროსაც ეხმარება და არც რონალდუ ავიწყდება.. დიდი მანძილი დაფარა და შეტევაშიც ნაყოფიერად ეხმარებოიდა თანაგუნდელებს.

კუადრადო – 7 – პირველ 45 წუთში იყო სწრაფი სპრინტებიც და არასწორი გადაწყვეტილებებიც.. მაგრამ მეორე ნახევარში ფუნდამენტური როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში.

დიბალა – 6.5 – აშკარად მომატებული აქვს.. მყარად დგას ფეხზე და კომბინირებს პარტნიორებთან.. იბრძვის, ბევრს ჯარიმდებიან მასსზე და ყოველთვის მზად არის პროდუქტიული ქმედებისთვის.

იგუაინი – 6 – 72 – იბრძვის.. მასსზე უხეშად თამაშობენ და თითქოს მოედანი უნდა დატოვოს, მაგრამ ბრუნდება! არის ზუსტი და გუნდისთვის საჭირო.

რონალდუ – 7 – არ გამოსდის თავად, მაგრამ თამაშობს გუნდზე.. თუმცა, კუადრადომ გოლის გატანის შანსი ლანგარზე მიართვა და მხიარულებაც დაბრუნდა.

სარი – 6 – მართალია იუვე იმარჯვებს, მაგრამ არცთუ ცოტა ძალისხმევა დაჭირდა ამ სამი ქულისთვის..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    დემირელის და მატუიდის შეფასება არა მოსაწონი მეტი ეკუთვნიტ მერე რა რომ პენალი დაიდო დემირელის გამო

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »