სარი:”იუვემ კომბინაციურ ფეხბურთს მოუმატა”

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“საგრძნობლად გვაქვს მომატებული კომბინაციური ასპექტში, მაგრამ დაცვაში ხარვეზები რჩება, რომელზეც მუშაობა გაორმაგებული ენერგიით გვმართებს.

ასევე მომეწონა ის ფაქტიც, რომ საგოლე მომენტების შექმნის კუთხითაც მოვუმატეთ.. დღეს მინიმუმ სამი 100%-იანი მომენტი გვქონდა, არადა თან მას შემდეგ რაც გოლი საწყის წუთებშივე მივიღეთ.. უნდა აღვნიშნოთ სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროც, რომელიც მიზნის მიღწევას უფრო რთულს ხდიდა.

ვფიქრობ, გუნდს უნდა შეეძლოს ასპარეზობა როგორც 4-3-3 სქემით, ასევე 4-3-1-2 მოდულით.. ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე განაპირა მცველების ნაკლებობა და შემტევი ნახევარმცველების გადაჭარბებული რაოდენობაა.. აუცილებელია სწორი ბალანსის პოვნა, რომლის შემდეგაც საქმე უფრო გაგვიადვილდება.

სიმართლე გითხრათ ხუან კუადრადოს მინდორზე გამოყვანას მეორე ნახევარში ვფიქრობდი, მაგრამ დანილოს ნაადრევმა ტრავმამ დამატებითი თავისტკივილი მომიმატა.

ჩემპიონატის სტარტზე დუგლას კოშტასგან მაქსიმუმის მიღება მსურდა, რადგან ეს არის ფეხბურთელი რომელიც მოედანზე რეალურ სხვაობას და შედეგს ჰქმნის.. ახლა კი ასეთად აარონ რემზი მიმარჩნია, რომელიც ჩინებულ კონდიციებშია და პაულო დიბალასთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა..

ტრეკუარტისტას პოზიციაზე უელსელს ვხედავ, მაგრამ ამ როლის მორგება ასევე არგენტინელსაც შეუძლია.. თუმცა, დღეისათვის უმჯობესია თუ მეტოქის კართან უფრო ახლოს იმოქმედებს. მსგავს ამპლუაში ასევე ადრიენ რაბიოც გვყავს.. ასე რომ რესურსი უდაოდ არის, მაგრამ მთავარია ყველა მოთამაშე სწორ ადგილას და დროს გამოვიყენოთ.

მატაის დე ლიგტი დღითიდღე უმატებს.. ნუ დაგვავიწყდება, რომ აიაქსიდან მოვიდა სადაც რადიკალურად სხვა ფეხბურთს თამაშობდა. იტალიაში ყველაზე სხვაგვარად არის და ჰოლანდიელი ეტაპობრივად ხვდება ამ ყოველივეს.. ჯერ ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ მერწმუნეთ იგი საკუთარ ამპლუაში ნამდვილი ფენომენია. თავის დროზე პრობლემები კულიბალისაც ჰქონდა, ასე რომ..

დაცვაში ჯორჯო კიელინის სახით ქარიზმატული ლიდერი დავკარგეთ, რომელსაც მალევე დე შილიო მიყვა.. ახლა დანილო.. თუ ჩვენ სეზონის მეორე ნახევრისთვის ფორმაში მყოფი განაპირა მცველები გვეყოლება, მერწმუნეთ ეს ჩვენს გეგმებზე პოზიტიურად იმოქმედებს.

გაშვებულ გოლს თავიდან შევხედავ, მაგრამ ვეჭვობ დაცვიდან რომელიმეს ბრალეულობას მე იქ ვერ აღმოვაჩენ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ქაოტურობა ჯერ მაინც ეტყობა გუნდს სწორს ბაზრობს სარი ეხლა დაცვას უნდა მიეხედოს მანდ თუ დალაგდა თამაში უკვე სიტუაცია მთლიანობაში დალაგდება ყოველ თამაშში გოლს უშვებს გუნდი ძალიან ეს ცუდია ნელნელა შევლენ იგროკები ფორმაში არც ის ვარგა სანდრო ლამის მოკვდეს მოედანზე არადა ყველას ტრამვა აქვს რომ ამოასუნთქონ ეს კაცი

  2. ანონიმური says:

    თქვენი არვიცი ძმებო მაგრამ 4-3-1-2 სქემა არუნდა იყოს ურიგო თუ კარგად დაამუღამა გუნდმა და შეთამაშდნენ იგროკები წინ რონალდო-იგუ და უკან ტრეკვარისტაზე დიბალა მასთან დროის გაყოფა შეუძლია რემზისაც,ბერნასაც რავიცი არის ვარიანტები თუმცა ბერნა ნახევარმცველადაც შეიძლება შუა ხაზში ასევე იგუსთან შეუძლია დროის გაყოფა შემტევად ასევე ცენტრში რაბიოტი-პიანიჩი-რემზი ნუ დაცვას აღარ ვეხები რაცაა ისაა პიანიჩმაც თქვა ეს სქემა მოგვეწონაო რაღაც ამდაგვარი კომენტარი გააკეთა ეხლა კოშტაა მანდ მთავარი კრაიზე თუმცა როცა კოშტა არიქნება ეს სქემა ნაღდად არაა ურიგო იგროკები ისეთი ყავს იუვეს სხვადასხვა ადგილებზე შეუძლიათ თამაში და სარის აქვს შანსი ასეთი წყობა გამოიყენოს აგერაც თვითონ საუბრობს ამაზე რასრაც მგონია წინ იგუ-რონალდო და უკან დიბალა ბევრ გოლს შეაგდებენ

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »