დღის სატრანსფერო სიახლეები

გთავაზობთ უკანასკნელ სატრანსფერო სიახლეებს, რომელიც ტურინის იუვენტუსს უკავშირდება:

პოლ პოგბას დაბრუნებას იუვე ფრანგის წასვლის წამიდან ცდილობს, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასიდან და პირადი მოთხოვნებიდან გამომდინარე, იტალიელებს შეთანხმების მიღწევა ძალიან უჭირთ..

მანჩესტერ იუნაიტედსაც მისი გუნდიდან გაშვება დიდად არ უნდა, მიუხედავად იმისა რომ ფრანგის ქცევებისგან ბოლომდე კმაყოფილები არც ინგლისელები არიან..

კულუარული ცნობებით პოგბამ მიმდინარე ანაზღაურების გაორმაგება მოითხოვა და თუ კლუბი მოთამაშის მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებს, მაშინ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს..

ამ ეტაპზე მისით იუვენტუსის გარდა მადრიდის რეალიც ინტერესდება..

მატია პერინის კარიერა იუვეში გადმოსვლის წამიდან სულ უფრო და უფრო უკან მიდის..

იტალიელმა კარის დარაჯმა ჯერ პოლონელ ვოიცეხ შესნის ვერ გაუწია კონკურენცია, ხოლო შემდეგ მხრის ტრავმა მიიღო და მოედანს დიდი ხნის მანძილზე ჩამოშორდა..

ზაფხულში მის გადაბირებას ბენფიკა აპირებდა.. კლუბს ფეხბურთელთანაც და კლუბთანაც ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმების დროს დაფიქსირებულმა პრობლემებმა, ბენფიკა დააფრთხო და ტრანსფერი ჩაიშალა..

ფილიპე ვიეირას განცხადებით იგი წუხს პერინის გამო, მაგრამ კლუბი იანვარში მის ტრანსფერს აღარ განიხილავს..

ამ ეტაპზე პერინის მომავალი ბურუსით მოცულია, რადგან ტურინში ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნების შემდეგ, ნაკლებად მოსალოდნელია მატიას მცირე დრო მაინც რომ დაეთმოს..

მარიო მანჯუკიჩის ყატარულ კლუბში ტრანსფერი სულ ცოტახნისწინ ფინანსური თემებიდან გამომდინარე ჩაიშალა, მაგრამ ჰორიზონტზე უფრო მიმზიდველი ვარიანტი გაჩნდა..

მანჩესტერ იუნაიტედი მთელ რიგ პრობლემებს განიცდის და აქედან გამომდინარე, წითელი ეშმაკები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავენ..

ერთ-ერთ ვარიანტად, გუნდის გაძლიერების თვალსაზრისით ინგლისელები კვლავინდებურად მარიო მანჯუკიჩის ვარიანტს განიხილავენ..

ხორვატი უკვე მეორე შეხვედრაა ზედიზედ იუვენტუსის განაცხადშიც კი ვერ ხვდება, შესაბამისად მისი ტურინიდან წასვლა უკვე იანვარში სავსებით რეალურია..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »