ბარძალის დაბრუნება გაზრდილი ტრავმიანობის ფონზე..

ანდრეა ბარძალი ტურინში ბრუნდება, სადაც ტრავმირებულთა რაოდენობა მატულობს..

მას შემდეგ რაც ანდრეა ბარძალიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, სულ რაღაც ხუთი თვე გავიდა..

ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ბარძალი ტურინში დარჩებოდა და მაურისიო სარის საწვრთნელ შტაბში ადგილს დაიკავებდა..

მაშინ იტალიელმა დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთისგან თავი შორს დიდხანს ვერ დაიჭირა და იუვეში დაბრუნდა..

ბარძალი იუვენტუსის პირველი გუნდის ტექნიკური დირექტორი იქნება.. კლუბი ანდრეას ხვალ ოფიციალურად წარადგენს..

ნაცვლად იმისა, რომ ბიანკონერის ლაზარეთი დაცარიელდეს.. ის მატჩიდან მატჩამდე იზრდება..

ბრეშიასთან შეხვედრის მე-19 წუთზე სარის იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუწია, რადგან ამჯერად კუნთის ტრავმა ბრაზილიელმა დანილომ მიიღო..

იტალიური მედიის მტკიცებით დანილო და აწ უკვე ტრავმირებული მატია დე შილიო გუნდს დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან..

დღეისათვის გუნდში, მხოლოდ ერთი ნომინალური ფლანგელი მცველია ჯანმრთელი და ეს სამხრეთ ამერიკელი ალექს სანდროა..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    უტვინოები არიან და იმიტომ. რას ერჩოდნემ პელეგრინის? მოიყვანეს დაათვალიერებინეა მუზეუმები თასები და მეორე დღეს გაუშვეს. ეს ამათი სტილია თვითონაც ზარალდებიან და ფეხბურთელსაც უკლავენ გულს

  2. d a v i d d a v i d says:

    ისმის კითხვა რატო გაუშვეს სპინა? :blin: რომელსაც ქონდა პოტენციალი პროდუქტიულად ორივე ფლანგზე ეთამაშა? ან ის ახალგაზრდა პელეგრინი რაღატო გაუშვეს სანდროს მაინც დაასვენებდა ხოლმე!

  3. Del_Piero Del_Piero says:

    იმედია ბარძო მაინც დაალაგებს დაცვას.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »