სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკოფერენციას:

მარიო მანჯუკიჩთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია.. იგი ეთანხმება კლუბის პოზიციას და სანამ სხვადასხვა ქვეყნებში სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება, აღნიშნული მდგომარეობა ყველასთვის მისაღებია.

დანიელე რუგანის მომავალში ნამდვილად შეუძლია გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრი გახდეს.. მას ექნება თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ როგორ გამოიყენებს ეს მასსზეა დამოკიდებული.

სამ მცველიან ტაქტიკას არ განვიხილავ, რადგან იმ მოდულს და ფილოსოფიას რასაც ახლა ვნერგავთ, არ შეიძლება საჭირო გარანტიის მოცემა, რომ აღნიშნული ტაქტიკა პრობლემას გადაჭრის.. მან შესაძლოა უფრო სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.. სამი მცველით შესაძლოა კონკრეტული შეხვედრის რამდენიმე წუთი ვითამაშო, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლი.

ანდრეა ბარძალის დაბრუნებით კმაყოფილი ვარ.. მას ჯერ კიდევ ზაფხულში ვესაუბრე და ანდრეამ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.. მითხრა, რომ პასუხს სექტემბერში გამცემდა და არ დაუგვიანია.. ბარძალისგან თანხმობა მივიღე, რომელსაც წინ დიდი სამუშაო ელის.. დარწმუნებული ვარ მისი გამოცდილება მცველებს პოზიტიურად წაადგება.. მაგალითად ხუან კუადრადოს, რომელსაც განაპირა მცველის მოვალეობის შესრულება მოუწევს.

ჯერჯერობით შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ ვარ.. გუნდში არიან მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც ძალუძთ მცველის ფუნქციების შესრულება..

ემრე ჯანის რეაქცია საწვრთნელ პროცესზე ძალიან კარგია.. რამდენად შეძლებს თამაშს არ ვიცი, მაგრამ გერმანელი სწორ გზას ადგას.. უდაოდ მაღალი დონის მოთამაშეა და შევეცდებით სასურველ კონდიციებში რაც შეიძლება მალე შევიყვანოთ.

პრობლემები დაცვის ხაზში? ვმუშაობთ და გუშინდელ საწვრთნელ სესიაზე კონკრეტული გზით მივდიოდით.. დღეს სხვა რაღაც ვცადეთ და აქედან ერთ-ერთს ნამდვილად ავირჩევთ..

აარონ რემზის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მან ტრავმა ახლახანს მოიშუშა და მისი 90 წუთით დატვირთვა კარგს არაფერს მოგვიტანს..

ფეხბურთლები გვაძლევენ საშუალებას სხვადასხვა ტაქტიკური სქემით ვითამაშოთ.. ახლა ყველაზე ხშირად ორს ვიყნებთ და კონკრეტულ შედეგზე საუბარი მაშინ იქნება კარგი, როცა რამდენიმე მატჩიან სერიას გავმართავთ..

კრიშტიანო რონალდუ ჩემპიონია.. პაულო დიბალა დიდი ტექნიკური მახასიათებლებით არის დაჯილდოებული, ხოლო გონსალო იგუაინს ნებისმიერ პარტნიორთან შეუძლია პროდუქტიული გარჯა.. დიახ, მათ ერთად ნამდვილად შეუძლიათ ასპარეზობა..

ტრეკუარტისტას პოზიციაზე სხვა მოთამაშეს განვიხილავ, მაგრამ პაულოს ამ როლშიც შეუძლია ჩვენთვის სარგებლის მოტანა, ისევე როგორც ფედერიკო ბერნარდესკის..

ადრიენ რაბიოზე ბრეშასთან თამაშის შემდეგ ცუდი არაფერი მითქვამს.. მე აღვნიშნე, რომ მას გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია.. 2019 წელს მოედანზე პირველად გამოჩნდა და არ შეიძლება ფეხბურთელის კრიტიკა და ყველაფრის ასე მალე მოთხოვნა.. ფრანგმა მეორე ნახევარში მეტი თავდაჯერებულობა გამოიჩინა და დარწმუნებული ვარ მალე მოუმატებს, რადგან ბრწყინვალე თვისებები გააჩნია.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

15 კომენტარი

  1. Dutch Dutch says:

    თქვა ამ კაცმა სამ მცველიანი გამორიცხულიაო ) სამ მცველიანს რატო თვლით იდეალურად? მაგ შემთხვევაში ფლანგებია შესაფერისი საჭირო ) ახლა პეს-ში ან ფიფაში თუ აყენებთ და გადგებათ, ეგ არაფერს ნიშნავს.

  2. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ალეგრის როტაციებმა მართლა დაღუპა თავის თავიც და გუნდიც.ხანდახან კია საჭირო ცვლილებები მაგრამ ძაან ხშირადაც არა ჩემი აზრით.ისე ეს დე შილიო როგორ დატოვეს აზრზე არ ვარ რა ან რა უნდოდათ კანსელოსგან ან სპინაცოლასგან ორივე როგორ გაუშვეს შტერები რა კანსელო დამენანა მაგრად.დაგლას კოსტა მაგრად მომწონს მაგრამ ტრავმვების გამო გასაშვებია ეგეც.ნუ მოკლედ ამათ დიბალას გაშვება რო ვერ მოახერხეს კიდევ კაი თორე მაგარი გადებული გვექნებოდა!

  3. Maradona73 says:

    დროებით 3-4-3 ან 3-4-1-2 სქემა ზედგამოჭრილი იქნებოდა.

    ფლანგური მცველების არყოფნაში ლატერალებად მარჯვნივ კვადრადო და მარცხნივ მატიდი.

    ამ ორის განაპირა მცველებად დაყენება რბილად რომ ვთქვა არაპროდუქტიული იქნება.

  4. ALLENATORE ALLENATORE says:

    ერიკსენს ისე აქებენ რავიცი :D ))) მე მაგ ერიკსენში ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს ))) ყველა პრინციპულ თამაშში აჩრდილია მოედანზე ))) პიანიჩის ტიპის იგროკია თითქმის ) პიანიჩი და ერიკსენი რო დაყენო ერთად მე მგონია გაჭირდება საქმე და ბევრი რაღაც დაიკარგება ცენტრში ))) პოგბა კიდე სულ სხვა თემაა ))) პოგბა ისეთი ტიპის იგროკია რომელსაც აბსოლიტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია ცენტრში ) რასაც ვერ ვიტყვი ერიქსენზე )))

    სარის რაც შეეხება ნაპილიდან რატო გაუშვა დელაურენტისმა ? და რატო ქონდათ უთანხმოება ? )) ბევრ ინტერვიუში თქვა დელაურენტისმა რო სარის მხოლოდ ერთადერთ რამეში არ ეთანხმებოდა )) როტაციაააა ))) ანუ როტაციას არ აკეთებდა არანაირსო )) ეგ რო თქვა გამიკვირდა იმ ნაპოლიში რა როტაციაა უნდა გაეკეთებინა თქო )) ნუ იქ დაასახელა დელაურენტისმა მაგალითები ) მარიო რუი არავის არ უნახავს თვალითო და სულ ვერ გაიგებდა ვინმე რო თურმე კაი ფეხბურთელი ყოფილაო )) ნუ კაის რა მოგახსენოთ მარაა როტაციისთვის არ არის ცუდი ნამდვილად ))) დაასახელა ზელენსკი და სხვები ))) ეხლა სარი რო ამბობს ამ იუვეში როტაციას საფრთხეები მოაქვსო და ასახელებს მაგალითს რო თურმე ინგლისშში უფრო ინტენსიური სეზონია და არ კეთდება ბევრი როტაცია )) ეგ არის მცდარი შეხედულება )) როტაციის გარეშე არ გამოვა არაფერი )))) ბერნანდესკი დიბალა და სხვები სკამზე თუ დაალპე მერე როგორ გინდა თამაში გააძლიერო ფეხბურთელით რომელიც სკამზე ზის მთელი წელი )) და როგორ გინდა რამე მოთხოვო უთამაშებელ ფეხბურთელს ))) მოკლედ დელაურენტისი მართალი ყოფილა როგორც ჩანს ))) როტაცია არ მიყვარსო პირდაპირ თქვა სარიმ ))) ეს ემრე ჯანი არ არის ეხლა ინიესტა მაგრამ ბრეშას დონის გუნდებთან შეილება გამოყენება )) როტაციას ბევრი დადებითი მხარე აქვს ყველა ფეხბურთელი იქნება ტონუსშში )) გარანტირებულად ვერავინ იგრძნობს თავს რო უეჭველი სასტავის კაცი ვარო , იქნება კონკურენცია ))) ეხლა იმაზე თუ ლაპარაკობს რო ბალანსი ირღვევაო მწვრთვნელი რატო ხარ აბა ? )) იმუშავო უნდა იმაზე რო როტაციამ არ იმოქმედოს უარყოფითად ბალანსზე )))) მოკლედ მაგ საკითხში სარის ვერანაირად ვერ დავეთანხმები )))
    ეხლა მეკარეს რაც შეეხება შესნი არასოდეს არ ყოფილა ტოპ დონე ))) არსენალში კარგად მახსოვს მე მაგის თამაში ტიპი იყო ცირკის კლოუნი ))) და მეტი არაფერი )) რომაში ერთი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე და იუვეში ამოყო თავი ))) :D )))) არ არის ეგ იუვეს დონის გუნდის მეკარე არანაირად ))) მეოერე დიდი მინუსი რაც აქვს ფეხით თამაშობს ძაან ცუდად ))) პრესინგის დროს საშინელებაა შესნიზე ყურება ))) სარის თუ უნდა ითამაშოს ის ფეხბურთი რასაც ლივერპული და სიტი თამაშობს )) მეკარე უნდა ყავდეს ისეთი რომელიც ფეხით კარგად თამაშობს და პასის მიცემის დროს ტ%რაკში არ აკანკალებს :D:D )) ვაკვირდები ბოლო თამაშებს და აუტებში ისვრის ბურთს )) კიეზას ლამის გოლი გაატანინა )) ბურთი რო მოარტყა :D ))) და თუ კარგად დააკვირდებით ძაან ბევრი ბურთი იკარგება იმის გამო რო მეკარეს პასის გაკეთება არ შეუძლია პრესინგის დროს ))) ეგ არის ძაან დიდი მინუსი რაც გამოსასწორებელია ))) ალისონს და ედერსონს რო ვუყურებ ან იგივე ნოიერს )) ბევრ მცველზე უკეთესი პასი აქვთ )) ნოიერს ვინც უყურა ენფილდზე ლივერპულთან )) ეგ X მაგის დამსახურება იყო ) ტიპი თითქმის მეხუთე მცველი იყო და ლივერპულის წინა ხაზის პრესინგი სულ ეკიდა ისეთ პასებს აკეთებდა კვადრატს ეთამაშებოდა მანეს სალახს და ფირმინოს ))) მანდ შენსის დონის მეკარე რო ყოფილიყო წააგებდა გუნდი თამაშსს )) ყველა ბურთს რო ხან აუტში ისვრის ხან კიდე მეტოქეს ტენის )) ძაან ბევრი რამ იკარგება მაგ დროს ))) მოკლედ იუვემ უნდა იფიქროს წესიერი მეკარის მოყვანაზე ))) შენსი არ არის იუვეს დონის მეკარე არანაირად ))

    • ანონიმური says:

      როტაცია აუცილებელია მაგრამ არა ალეგრი რომ აწვებოდა ისეთი. მაგის გამო გამოაშტერა სანდრო , გასაგებია თამაში ყველას უნდა მაგრამ ახლა ისეთი დროა.მთავარი შეთამაშება უფროა, მითუმეტეს ახალ სტულზე გადართვა გაუჭირდათ

    • სვანჩიკა says:

      4-3-1-2 სქემაზე რას იტყვი რაღაც მომეჩვენა ამ სქემაში უფრო ჩაჯდნენ იგროკები თუ…..???დაიწყე ხო სარის კრიტიკა უკვე ყველას ასწრებ მის კრიტიკაში მოიცა შენ თუ ალეგრი არ მოგანატრო და არ გაღიარებიო მისი სიმაგრე აგერ ვნახავთ :givi: :givi: :givi: :givi: :love:

      • ALLENATORE ALLENATORE says:

        სარი ვინ არის აბა ? )) რასაც ვთვლი რო არასწორია ვწერ )) ისევე როგორც ალეგრის არ მომწნდა ბევრი რამ ))) აბა პიროვნულად კი არ მევასება ან არ მევასება ვინმე :D )) ნუ ფაქტი კარგია რო სხვა სქემაც გამოიყენა :D )) მარტო ერთი სქემით რთულია თამაში )) ამ სქემაში უფრო დატვირთული იყო მოედნის ცენტრი ) გარდა სამი ნახევარმცველისა დიბალაც ჩამოდიოდა უკან და მეტ პასს აკეთებდა გუნდი ) თუმცა უაზრო პასებს აზრი არ აქვს ) ფაქტია რო მომენტების ნაკლებობაა ))) თუმცა წინა შეხვედრებთან შედარებით რაღაც ონახაზი იყო ))) ალეგრიზე აღარ დავწერ არაფერს გეწყინება შენ :D:D:D )))

        • სვანჩიკა says:

          არა ამ სქემით სჯობს მგონი გაგრძელება გუნდი უფრო შედარებით დალაგდა არვამბობ იდეალურია უბრალოდ უფრო დალაგდა ვნახოთ :))) მართალი ხარ ალეგრიზე არ დაწერო არა კიარმეწყინება უბრალოდ სუბიექტური ხარ მის შეფასებაში არ გევასება და მორჩა და მესმის კაი აღარ გავაგრძელოყთ ალეგრის ტემა მალე აღიარებ მას :))))))რემზი მოედანზე კარგია პლიუს რაც დღეს თქვა დიბალა ტრეკვარისტა იგუ-რონალდო წინ რემზი-პიანიჩი-რაბიო ცენტრში კარგი იქნება მაგრამ ამ დროს სასტავიდან ვარდება კოშტა და ამას არიზამს ნუ ხან ასე ხან ისე სქემები ;))))))

          • ALLENATORE ALLENATORE says:

            რას ეძახი შენ სუბიექტურობას ?? )))

            ალეგრიმ ამოწორა თავისი თავი გუნდში )
            რაც დრო გადიოდა უფრო უარესდებოდა თამაში სტილი )))

            თამაშებში სადაც მეტოქე ჯობდა და იგებდა გაჭირვებით ბოლონიებთან და ეგეთ გუნდებთან )) მატჩის მერე კმაყოფილი იყო )))

            მესმის რო შეილება რთული მეტოქეა და ვერ ითამაშო კაი ფეხბურთი ცუდი ფეხბურთითაც რო მოიგებ ეგეც კარგია მაგ დროს ) მაგრამ ალეგრის ეგ ჩვევად ექცა )) იტალიაში სასულოსთან რო წესიერ შეტევას ვერ გააკეთებ და იგებ იმით რო სასუოლოს დონის გუნდებს არანაირი რესურსი არ აქ ))) როგორ გინდა მერე ლიგაზე აიაქსის დონის სწრაფ გუნდებს ეთამაშო რამე გააზრებული ფეხბურთი ?? )))

            კიდე გავაგრძელო რა იყო ცუდი ? მემგონი აღარ ღირს ))

            მითხარი ეხლა რას ხედავ აქ სუბიექტურს ? ))

            სუბიექტურობა რა არის იცი 20 წელი რო გინდოდათ ალეგრის იუვეში ყოფნა და ფერგენსონობას ტენიდით )) აი ეგაა სუბიექტურობა )))

            რას ქვია ვაღიარებ ? )) თუ შედეგი დადო ინგლიშში ვაღიარებ აბა რა ))) აბა ზოგერთებივით კონტემ რო დაახურა თავზე ყველას ბურთი პირველივე სეზონში ინგლიშში )) გუარდიოლას კლოპს და მაურინიოს ))) იმას კი არ ვიტყვი რო გაუვარდა :D:D ) და იმით კი არ გავიმართლებ თავს რო თურმე რანიერიმაც მოიგო ინგლისი და მერე რა :D ))) მოიგოს პრემიერ ლიგა ალეგრიმ და რათქმაუნდა ვაღიარებ და ვიტყვი ბრავოს :D:D )))

            იუვეში ალეგრის ფეხბურთი ყოველ წელს უარესი ხდებოდა ))) კარდიფის მერე თქვა რო რა მექნაო ? არ გვაქ რესურსიო კერძოდ დაასახელა ფლანგები და ნახევარმცველების ნაკლებობა ფლანგებზე )) დაუდეს მშვენიერი სასტავი ფლანგებზე ) ამას კიდე რონალდუც დაუმატეს ) და რა მოხდა ? უფრო საშინელი ფეხბურთის თამაში დაიწყო ))) კაპელოს სტილი გოლი არ გავუშვათ და წინ ზლატანა გვყავს რომელიც გაიტანს )) :D ) აი ეგრე იყო ალეგრის ამბავიც )) გოლს გაიტანდა და მთელი გუნდით დაცვაში დგებოდა მათ შორის საშუალო გუნდებთან )) შენ ეხლა სუბიექტურობა ეძახე ამას და რაც გინდა ის დაარქვი )))

          • ALLENATORE ALLENATORE says:

            alegri saertod ar mixsenebia arsad zemot )) shen axsene )) tu ar ginda alegrize saubari daiviwye saertod )) inglisshi tu wavida mere shevapasot )))))

    • ანონიმური says:

      წამოეყვანათ მერე ალისონი თავის დროზე შესნის მაგივრად. მოვარებულ იქნებოდა მეკარის პრობლემა მინიმუმ 10 წლით!

  5. ანონიმური says:

    ნახევარდაცვიდან თუ ვინმე არ წავიდა არ მგონია ვინმე დაიმატონ

  6. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    ერიქსენზე დაწერა დეილი მეილმა,რომ იუვეში გადავა იანვარშიო )) ძაან მაგარი შევსება იქნება )) ერიქსენი პიანიჩი კაი პონტია ) :D

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »