ტუტოსპორტი გუნდის სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

ტუტოსპორტი ტრადიციულად იუვენტუსის საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს:

ტურინელები აღნიშნულ დაპირისპირებას სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან..

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ მატჩს მატია დე შილიო, დანილო და ალექს სანდრო გამოტოვებენ.. შესაბამისად, ბიანკონერის შემადგენლობაში ნომინალურად არცერთი განაპირა მცველი არ ეყოლება..

სანამ დაცვის ხაზზე გადავალთ, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჯანლუჯი ბუფონი წესით და რიგით ძირითადში იქნება..

ხუან კუადრადო ერთადერთია ვისაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება გააჩნია და მას სასტარტოში ყოველ მიზეზ გარეშე უნდა ველოდოთ..

დაცვის მარცხენა ფლანგზე ტუტოსპორტი ბლეზ მატუიდის ვარაუდობს.. ცენტრალურ ზონაში ლეონარდო ბონუჩი და მატიას დე ლიგტი იქნებიან.

ნახევარდაცვაზე სანამ გადავიდოდეთ, უნდა გავუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ ტურინილი გამომცემლობა 4-3-1-2 სქემას პროგნოზირებს..

შუახაზის ტრიოს წესით და რიგით ადრიენ რაბიო, მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა დააკომპლექტებენ..

ტრეკუარტისტას როლში დიდი ალბათობით აარონ რემზის ვიხილავთ, რომელსაც ყველა აქებს..

შემტევ დუეტს კი კარგ ფორმაში მყოფი პაულო დიბალა და ტრავმა მოშუშებული კრიშტიანო რონალდუ დააკომპლექტებენ.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. Del_Piero Del_Piero says:

    ეს ქათამი რუგანი რო დადგეს ფლანგზე რა უჭირს?

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »