სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც ლევერკუზენთან მატჩს დაეთმო:

ვინც ბაიერის თამაშებს უყურებს, დამეთანხმება რომ გუნდი ინტერთან მატჩზე ნამდვილად არ ფიქრობს.. წინ მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის, საკმაოდ სერიოზულ მეტოქესთან და აქედან გამომდინარე, მთელი კონცენტრირება ახლა სწორედ გერმანელებზე გვაქვს.

ჰავერცი განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს იმსახურებს, რადგან ასეთი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, იგი დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს.. ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების სინთეზი და დარწმუნებული ვარ, მას უკვე ახლა შეუძლია შემტევ შუახაზელად პროდუქტიული ასპარეზობა.

ჩემპიონთა ლიგა იუვესთვის მნიშვნელოვანი ტურნირია, მაგრამ ახლა რაიმე მიზნებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ეს ისეთი ტიპის გათამაშებაა, რომელიც მცირე დეტალებისგან შედგება და ერთობლიობაში ვერ მოაქცევ, მასინ წინსვლა ძალიან გაგიჭირდება.

ევროპაში 10-11 გუნდი იბრძვის იდენტური მიზნისთვის და უმჯობესი იქნება, თუ ფოკუსირებას აღნიშნული ეტაპის წარმატებით დაძლევაზე მოვახდენთ. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგი იქნება, რადგან მას მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შესაძლოა ფუნდამენტური როლი მიენიჭოს.

რეალიზაციის პროცენტი ჯერ კიდევ ქვემოთ გვაქვს.. საერთო ჯამშიც ვფიქრობ ბრეშიასთან უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე სპალთან.. რადგან ბრეშია ახლა საკმაოდ კარგ ფორმაშია, რომელსაც კონკრეტული ხედვები გააჩნია და საკუთარ გზას მიუყვება.. რაც შეეხება რეალიზებას.. 21 მომენტი გვქონდა და აქედან 4 გოლი გავიტანეთ.. ეს საგულისხმო ციფრებია და ამაზე მუშაობა გვმართებს.

ამ შეხვედრას ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა მივუდგეთ.. თითოეული წამისგან სიამოვნება მივიღოთ და ნამდვილი მხიარულება მოვაწყოთ. საერთოდაც, ამ ეტაპზე ამ ტურნირის ფავორიტებად ინგლისელები მიმაჩნია, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა, რომელიც სეზონის მსვლელობისას შესაძლოა შეიცვალოს.

ტაქტიკური სქემა? შემტევი ტრიო დიბალა – იგუაინი – რონალდუ? ეს ყველაფერი ფურცლეზე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.. საერთოდაც იმედი მაქვს, რომ დღევანდელი გუნდი მართლაც არის მზად მსგავს სისწრაფეებზე, მსგავსი სქემით წარმატებულად გამოვიდეს.. მაგრამ ეს ხომ ახლა მხოლოდ მოსაზრებებია და საქმეში შესაძლოა ყველაფერი სხვაგავრად იყოს.. მთავარია არ ავჩქარდეთ და ყველაფერს მშვიდ ტემპში გავუყვეთ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »